ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

როგორ მივიღოთ სალიზინგო შეთავაზება მარტივად? - ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი

ავტო ლიზინგი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც სწრაფი და მოქნილი ფინანსური გადაწყვეტა ავტომობილის შესაძენად. თუმცა, მათთვის, ვინც პირველად აპირებს ლიზინგით სარგებლობას პროცესი შეიძლება რთული და გაუგებარი იყოს.

ავტომობილის ლიზინგი - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა მიიღოთ ავტომობილი უმოკლეს ვადებში მაშინაც კი, როდესაც არ გაქვთ საკმარისი თანხა. ასევე ეს თანხის რაციონალურად გადანაწილების გზაც არის.

ამ ბლოგში დეტალურად გიამბობთ, როგორ ხდება სალიზინგო შეთავაზების მიღება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ მოემზადოთ ეფექტურად.

რა არის ავტო ლიზინგი და რა შემთხვევაში ღირს მისით სარგებლობა?

ავტო ლიზინგი არის შეთავაზება რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ ავტომობილი, თანხის წინასწარ, ერთიანად გადახდის გარეშე. ეს არის განსაკუთრებით კარგი გამოსავალი, თუ არ გსურთ თანხის ერთბაშად გადახდა ან გსურთ ფულადი რესურსის შენარჩუნება სხვა მიზნებისთვის.

ამ მომსახურების არჩევისას, თქვენ ზოგავთ დროს. თქვენ არ გჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება, შემოსავლის დადასტურება, ან თანამსესხებლის მოყვანა, გადაწყვეტილებასაც სწრაფად იგებთ ბანკებისგან განსხვავებით.

დამტკიცების და გაცემის პროცედურების სიმარტივე მას მეტად კომფორტულს ხდის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც “დიზის” ავტო ლიზინგს ირჩევთ. ამ შემთხვევაში, ავტომობილის ლიზინგით შეძენისთვის, თქვენ არ გჭირდებათ თანამსესხებელი/თავდები ან სხვა დამატებითი ქონების წარდგენა, ხოლო განაცხადი განიხილება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

საჭირო დოკუმენტები სალიზინგო განაცხადის შესავსებად

სანამ განაცხადს შეავსებთ, მნიშვნელოვანია წინასწარ მოამზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტი. ეს გაგიადვილებთ პროცესს და დააჩქარებს განაცხადის დამტკიცების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიეთ მხოლოდ პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

გარდა ამისა, “დიზის” ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რჩევები მათთვის, ვინც პირველად სარგებლობს ავტო ლიზინგით

კარგად განსაზღვრეთ ბიუჯეტი: გათვალეთ, შეძლებთ თუ არა რეგულარული გადახდების უზრუნველყოფას. გაითვალისწინეთ დამატებითი ხარჯებიც – მომსახურება, დაზღვევა და სხვა.

დაზღვევის საკითხები: ხშირ შემთხვევაში, სალიზინგო კომპანიას სჭირდება საბუთი, რომ თქვენ გაქვთ დაზღვევა. გადაამოწმეთ, შედის თუ არა ეს პირობებში. თუ “დიზის” ავტო ლიზინგით სარგებლობას გადაწყვეტთ, დაზღვევა სავალდებულო არ იქნება.

დოკუმენტები დროულად მოამზადეთ: ეს დააჩქარებს პროცესს და თავიდან აგაცილებთ ზედმეტ შეფერხებებს.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

რატომ “დიზის” ავტო ლიზინგი?

„დიზის“ დახმარებით შეგიძლიათ ძალიან სწრაფად ისარგებლოთ ავტო ლიზინგით, ამისთვის მხოლოდ მინიმალური დოკუმენტაცია გჭირდებათ. შეავსეთ წინასწარი განაცხადი, პასუხს კი 15 წუთის განმავლობაში მიიღებთ.

 „დიზის“ ავტო ლიზინგი ყურადღებას ამახვილებს უფრო მეტად მანქანის მდგომარეობასა და მძღოლის საჭიროებებზე და განიხილავს ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას, ზედმეტი ფინანსური ბარიერებისა და ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

გარდა ამისა, გაქვთ მანქანების ფართო არჩევანი - შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი, რომლის 90%-მდე თანხას „დიზი“ დაგიფინანსებთ.

ამასთან, გახსოვდეთ რომ კარგი სალიზინგო კომპანია გეხმარება სხვადასხვა გამოწვევის მოგვარებაშიც და არა უბრალოდ ავტომობილის შეძენაში. მაგალითად „დიზი“ გთავაზობთ არა მხოლოდ მანქანის შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსებას, არამედ შეგიძლიათ ისარგებლოთ განბაჟებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებითაც.

ლიზინგი მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი გზაა ნებისმიერი ავტომობილის ღირებულების დასაფინანსებლად — განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ სურს ერთბაშად დიდი ინვესტიციის განხორციელება. სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით დიზიში სალიზინგო შეთავაზების მიღება შეიძლება ერთ–ერთ ყველაზე მარტივ და სასიამოვნო პროცესად იქცეს.

თუ გსურთ მანქანის შეძენა, მაგრამ გაკლდებათ თანხა, გამოგვიგზავნეთ განაცხადი და ჩვენი „ქოლ ცენტრი“ 5 წუთში დაგიკავშირდებათ. გადაგამისამართებთ თქვენთვის უახლოეს ფილიალში, შემდეგ კი მოდით და დაიმტკიცეთ წინასწარი ლიმიტი.

დაგვიკავშირდით დღესვე — დიზი მზად არის შემოგთავაზოთ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0