ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

რა არის ტაქსი ლიზინგი?

ტაქსის ინდუსტრია დღემდე რჩება მომგებიან და სტაბილურ პროფესიად, რომელიც გთავაზობთ ფინანსურ დამოუკიდებლობას და მოქნილ სამუშაო გრაფიკს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ტაქსის მძღოლებისთვის არის მანქანის შეძენა. ბევრ მძღოლს არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ შეიძინოს მანქანა წინასწარ, რაც ართულებს ინდუსტრიაში შესვლის პროცესს. სწორედ ამ დროს ხდება ტაქსი ლიზინგი ჭკვიანური და ეფექტური არჩევანი.

თუ თქვენ ეძებთ ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ გზას ტაქსის ფლობისა და შემოსავლის მისაღებად, „დიზი“ გთავაზობთ უნიკალურ ტაქსი ლიზინგის სერვისს, რომელიც ეხმარება მძღოლებს მუშაობის სწრაფად და მარტივად დაწყებაში.

ტაქსი ლიზინგი შექმნილია მძღოლებისთვის, რომლებსაც სურთ ტაქსის ფლობა და ლიცენზიის მიღება, მაგრამ არ აქვთ საჭირო თანხები ავტომობილის შესაძენად. ასეთი საკითხების მარტივად და სწრაფად მოსაგვარებლად „დიზი“ გთავაზობთ ტაქსი ლიზინგის მოქნილ მომსახურებას, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მძღოლის საჭიროებებს.

ტაქსი ლიზინგი და მასთან დაკავშირებული პროცედურები საკმაოდ მარტივია:

  • „დიზი“ უზრუნველყოფს მანქანის შესაძენად საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას და დაგიფინანსებთ თანხას, რომელიც გაკლდებათ;
  • ავტომობილი გადავა „დიზის“ საკუთრებაში თანხის სრულად დაფარვამდე;
  • მძღოლი იწყებს ყოველთვიური გადასახადის გადახდას;
  • სრული თანხის დაფარვის შემდეგ ავტომობილი ოფიციალურად გადადის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში;

ტაქსი ლიზინგი საგრძნობლად უმარტივებს ფიზიკურ პირებს ავტომობილის შეძენისა და ლიცენზიის მიღების პროცესს.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

რატომ უნდა აირჩიოთ „დიზის“ ტაქსი ლიზინგი?

„დიზის“ ტაქსი ლიზინგი დაგეხმარებათ რომ თანხასთან ერთად მიიღოთ:

მარტივი, ყოველთვიური გადახდის სისტემა - დიდი თანხის წინასწარ გადახდისა და მანქანის შეძენის ნაცვლად, მძღოლებს შეუძლიათ გადაიხადონ ყოველთვიურად, მათზე მორგებული გრაფიკით, რის ხარჯზეც ეს პროცედურა ეფექტურად მართვადი გახდება.

საკუთრების გადაცემა - როგორც კი თანხას სრულად დაფარავთ, თქვენ ოფიციალურად ხდებით ავტომობილის მფლობელი, რაც საშუალებას მოგცემთ უპრობლემოდ განაგრძოთ სასურველი საქმიანობა.

ავტომობილის ყიდვა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას, რომელიც შეიძლება კონკრეტულ პერიოდში არ გქონდეთ. ტაქსი ლიზინგი დაგეხმარებათ საჭირო თანხის მიღებაში, თქვენ კი მუშაობას დაუყოვნებლივ დაიწყებთ და, შესაბამისად, შეძლებთ ყოველთვიური გადასახადის გადახდას.

ამ დროს ტაქსი ლიზინგი ბევრად უფრო ეფექტური და ჭკვიანური არჩევანი რამდენიმე მიზეზის გათვალისწინებით ხდება:

ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახადი

მანქანის შეძენის შემთხვევაში თქვენ ერთიანად გჭირდებათ დიდი რაოდენობის თანხა, ტაქსი ლიზინგი კი საშუალებას მოგცემთ ეს თანხა მარტივად გადაანაწილოთ.

მანქანის საკუთრება

ისევე როგორც მანქანის შეძენის დროს, ტაქსი ლიზინგის შემთხვევაშიც თანხის სრულად გადახდის შემდეგ თქვენ ავტომობილის ერთადერთი მფლობელი ხდებით.

თანხის მიღების გამარტივებული პროცედურა

„დიზის“ ტაქსი ლიზინგი ყურადღებას ამახვილებს უფრო მეტად მანქანის მდგომარეობასა და მძღოლის საჭიროებებზე და განიხილავს ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას, ზედმეტი ფინანსური ბარიერებისა და ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

ვისთვის არის განსაკუთრებით მოსახერხებელი ტაქსი ლიზინგი?

დამწყები ტაქსის მძღოლები - თუ გსურთ ტაქსის ბიზნესში შეხვიდეთ, მაგრამ არ გაქვთ თანხა მანქანის შესაძენად, ტაქსი ლიზინგი პრობლემის იდეალური გადაწყვეტაა.

გამოცდილი მძღოლები მანქანის გარეშე - ბევრი მძღოლი ტოვებს ინდუსტრიას იმის გამო რომ ავტომობილი არ ჰყავს. ტაქსი ლიზინგი ეხმარება მათ სამსახურში დაბრუნებაში.

ადამიანები, რომლებიც ეძებენ სტაბილურ შემოსავალს - ტაქსის მართვა რჩება დღეს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პროფესიად, „დიზი“ დაგეხმარებათ ამ ინდუსტრიაში სწრაფად და მარტივად შეხვიდეთ.

რა პროცედურებია საჭირო ტაქსი ლიზინგით სარგებლობისთვის?

ტაქსი ლიზინგი საკმაოდ მარტივი მომსახურებაა:

მიმართეთ ონლაინ ან ეწვიეთ „დიზის“ ოფისს - შეავსეთ წინასწარი განაცხადი, პასუხს კი 15 წუთის განმავლობაში მიიღებთ.

წარადგინეთ სასურველი ავტომობილი - აირჩიეთ მანქანა, რომლის შეძენაც გსურთ.

მიიღეთ თანხა - „დიზი“ დააფინანსებს შესყიდვის პროცესს.

დაიწყეთ ავტომობილის მართვა და თანხის გამომუშავება - ავტომობილის შეძენის შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ შეძლებთ მუშაობის დაწყებას.

დაფარეთ თანხა და დაეუფლეთ მანქანას -  თანხის სრულად გადახდის  შემდეგ, მანქანა ოფიციალურად გახდება თქვენი.

ასე რომ, ტაქსი ლიზინგი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს მუშაობა დაიწყოს ტაქსის ინდუსტრიაში. „დიზის“ ტაქსი ლიზინგი დაგეხმარებათ მიიღოთ სრული მომსახურება, რომელიც თავისთავად მოიცავს მანქანის შეძენისა და მუშაობის დაწყების პროცესს.  

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0