ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

მანქანის განბაჟება "დიზისთან" ერთად - დაიფინანსე საჭირო თანხა სწრაფად და მარტივად

შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენი ავტომობილი უკვე საზღვარზეა, თუმცა, მის განსაბაჟებლად საჭირო თანხა არ გაქვთ. განბაჟება პროცესია, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში შემოსული ავტომობილების შეფასება, დამტკიცება და დოკუმენტირება ხდება. შესაბამისად, ავტომობილის განბაჟება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რთულია ზუსტი ღირებულების თქმა, რადგან ეს საკითხი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, მანქანის განბაჟების ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის ავტომობილის იმპორტი ხდება, არის ეს ჰიბრიდი, ელექტრო, სპორტული, კლასიკური თუ რაიმე სხვა. ამასთანავე, მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რომელ წელსაა მანქანა გამოშვებული და რამდენია მისი ძრავის მოცულობა.

საბედნიეროდ, სალიზინგო კომპანია „დიზი“ მარტივ და კომფორტულ გადაწყვეტას გთავაზობთ. თუ თქვენ მანქანის განბაჟებისთვის საჭირო თანხა არ გაქვთ, „დიზი“ დაგეხმარებათ, თქვენ კი თანხის დაბრუნებას ყოველთვიური გადახდის სისტემით დაიწყებთ.

რა არის განბაჟება და რატომ არის ის აუცილებელი?

იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილი რეგისტრირებულია უცხო ქვეყანაში და მის იმპორტს საქართველოს მოქალაქე ახორციელებს, ნივთის გაფორმება 60 დღეში უნდა მოხდეს, ხოლო თუკი მანქანის შემომტანი უცხო ქვეყნის პირია, მაშინ 90 კალენდრულ დღეში. მნიშვნელოვანია, რომ ვადები მკაცრად იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს ჯარიმა დაეკისრება.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

როგორ დაგეხმარებათ „დიზი“ ავტომობილის განბაჟებაში?

შეიძლება მოხდეს ისე, რომ თქვენი მანქანა უკვე საზღვარზე იყოს, თუმცა, მის განსაბაჟებლად საკმარისი თანხა არ გქონდეთ. ამ შემთხვევაში სალიზინგო კომპანია „დიზი“განბაჟებისთვის საჭირო თანხის 100%-ით დაფინანსებაში დაგეხმარებათ. ასე რომ, თუ თქვენი მანქანა ჩამოვიდა, თუმცა, ამ დროს საკმარის თანხას ჯერ კიდევ არ ფლობთ, პრობლემა არ არის. „დიზი“ განბაჟებისთვის საჭირო თანხას სრულად დააფინანსებს.

„დიზი“ მანქანის განბაჟებისთვის მარტივ და მოსახერხებელ გზას გთავაზობთ:

დიდი თანხის წინასწარ და ერთიანად გადახდის ნაცვლად, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ თანხა ყოველთვიური გადახდის სისტემით დაფაროთ, „დიზი“ კი თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს შემოგთავაზებთ.

სალიზინგო კომპანია უზრუნველყოფს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას, რათა თქვენი ავტომობილის მართვა რაც შეიძლება მალე დაიწყოთ.

რა უპირატესობები აქვს “დიზისთან” თანამშრომლობას?

  • მოქნილი, ყოველთვიური გადასახადი - „დიზი“ საშუალებას მოგცემთ თანხა მარტივად გადაანაწილოთ.
  • გამჭვირვალე და სანდო მომსახურება - ,,დიზი” გთავაზობთ მკაფიო პირობებს და დაფინანსებას ფარული გადასახადების გარეშე.
  • თანხის მიღების მარტივი პროცედურა - „დიზი“ დაგეხმარებათ თანხა მიიღოთ ზედმეტი ფინანსური ბარიერებისა და ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

ვის შეუძლია “დიზის” განბაჟების სერვისით სარგებლობა?

ეს სერვისი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც ავტომობილს შეიძენს და მის განსაბაჟებლად თანხა სჭირდება. სალიზინგო კომპანია “დიზის” განბაჟების სერვისი დაგეხმარებათ ბევრად ეფექტურად მართოთ თქვენი ხარჯები. 

რა უნდა გააკეთოთ?

იმისთვის რომ განბაჟებისთვის საჭირო თანხა მიიღოთ, რამდენიმე ნაბიჯია საჭირო:

  • დაუკავშირდით „დიზის“ და ეწვიეთ მის ოფისს განცხადების შესავსებად.
  • წარადგინეთ საჭირო დოკუმენტები: ბრიფი და კონუსამენტი.
  • დაელოდეთ განაცხადის დამტკიცებას.
  • დაიწყეთ თანხის ყოველთვიურად გადახდა და ავტომობილის გამოყენება.

„დიზი“ სპეციალიზებულია ავტომობილების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების სფეროში, რის გამოც იდეალური პარტნიორია მათთვის, ვისაც მანქანის შეძენა ან განბაჟება სურს. საბანკო სესხებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად მოიცავს ხანგრძლივ დამტკიცების პროცესსა და მკაცრ მოთხოვნებს, სალიზინგო კომპანია „დიზი“ გთავაზობთ სწრაფ, მარტივ და თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას. „დიზის“ განბაჟების სერვისი შექმნილია სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დაუყოვნებელი ფინანსური მხარდაჭერა, რათა ავტომობილის განბაჟება და მართვა უპრობლემოდ შეძლონ.

იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ავტომობილი შეიძინეს და მის იმპორტს ახორციელებენ, განბაჟება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ეს უკანასკნელი ერთგვარი პროცედურაა, რომელიც ქვეყანაში ავტომობილის შემოყვანის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიცვათ.

ასე რომ, თუ თქვენი ავტომობილი საქართველოში ჩამოდის და განბაჟებისთვის საჭირო თანხა ჯერ კიდევ არ გაქვთ, არ ინერვიულოთ - ამაში „დიზი“ დაგეხმარებათ. ეწვიეთ ჩვენს ფილიალს დღესვე, რათა უკეთ გაიგოთ როგორ დაგეხმარებით თქვენი განბაჟების დაფინანსებაში.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0