ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

კონფიდენციალურობის პირობები

მიზანი

ვებგვერდზე www.dizi.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. www.dizi.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განახორციელოს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობები.

მომხმარებელი, რომელიც www.dizi.ge-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას www.dizi.ge-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს www.dizi.ge-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, www.dizi.ge-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

თანხმობა

www.dizi.ge-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი ავტომატურად გვანიჭებს უფლებას დავამუშავოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დამუშავების წინაპირობებია:

- იყენებთ ან გამოხატეთ სურვილი, ისარგებლოთ ჩვენი რომელიმე სერვისით;

- წარმოადგენთ მომხმარებელს, ეს შეიძლება იყოს ლიზინგის მიმღები, გადამხდელი, უფლებამოსილი წარმომადგენელი, თავდები და ა.შ; ან მითითებული ხართ როგორც მომხმარებლის საკონტაქტო პირი;

- ოდესმე ყოფილხართ ჩვენი მომხმარებელი;

- დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ჩვენს რომელიმე ფილიალს;

- ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს, ან ნებისმიერი სხვა გზით მოგვაწოდეთ თქვენი პერსონალური მონაცემები.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

www.dizi.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

მომხარებლის პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მანამ, სანამ:

·       ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულება, ან თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების თაობაზე ჯერ კიდევ ძალაშია;

·       თქვენი მონაცემები აუცილებელია/საჭიროა ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად, რათა შევძლოთ საკუთარი დარღვეული უფლებებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

აღნიშნული წინაპირობების არარსებობისას, www.dizi.ge წაშლის ან ანონიმურს გახდის თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

მომხმარებლის უფლებამოსილება

მომხმარებელს უფლება აქვს www.dizi.ge-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში www.dizi.ge ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ www.dizi.ge-სათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ www.dizi.ge ვერ შეძლებს წაშალოს ის მონაცემები, რომელთა დამუშავება და შენახვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება საჭირო იყოს ჩვენი უფლებების დასაცავად ან სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის, თუ ჩვენი უფლებები დაირღვა.

მომხმარებლის ვალდებულება

მომხმარებელი ვალდებულია www.dizi.ge-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

ქოლ-ცენტრი

www.dizi.ge-ს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.

განცხადების დამუშავება და ხელშეკრულების გაფორმება

www.dizi.ge ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რათა ეფექტურად იქნას მოწოდებული ჩვენი სერვისები და ეფექტურად განხორციელდეს სხვადასხვა წინასახელშეკრულებო ქმედებები და შეფასებები, გაფორმდეს ხელშეკრულება და საჭიროების შემთხვევაში შეწყდეს იგი. ამ მიზნით, www.dizi.ge დაამუშავებს ინფორმაციას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიცირება, გადამოწმდეს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე და მიიღოთ შესაბამისი მომსახურება. ამასთან, www.dizi.ge-ს მიერ შესაძლოა  დამუშავდეს თქვენთან დაკავშირებული პირების მონაცემები - იგულისხმება ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში დაკავშირებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ www.dizi.ge თქვენგან მიიღებს ამგვარ ინფორმაციას, თქვენ ვალდებული ხართ ამის თაობაზე აცნობოთ ზემოაღნიშნულ პირებს. თუ თქვენ წარადგინეთ განაცხადი, რომელიც არ არის სრულად შევსებული, www.dizi.ge იტოვებს უფლებას დაგიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც საჭირო იქნება სამომავლო ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის.

გადახდისუუნარობისა და საკრედიტო ისტორიის შეფასება

იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა საჭიროა სხვადასხვა შეფასების განხორციელება, როგორიცაა, მაგალითად: გადახდისუნარიანობის, საკრედიტო ისტორიისა და შემოსავლის წყაროს შეფასება. ამ მოთხოვნების შესასრულებლად, www.dizi.ge-მ შესაძლოა დაამუშაოს სხვადასხვა მონაცემი, რაც მოგვცემს თქვენი, როგორც მომხმარებლის, შეფასების შესაძლებლობას . მაგალითისათვის: გადახდისუნარიანობის, შემოსავლის წყაროს, სხვა ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის, წარსული ვალდებულებებისა და სხვათა შესახებ ინფორმაციას.

გადახდების დამუშავება

გადახდების დამუშავება განხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ბუღალტრული აღრიცხვის, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო, გადახდის დამუშავების, წინასწარი გადახდების დამუშავებისა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის საწარმოებლად. შესაბამისად: www.dizi.ge დაამუშავებს თქვენს მონაცემებს თქვენს გადახდებთან და ჩვენს მიმართ თქვენი ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

GPS (Global Positioning System)  მონაცემების დამუშავება

 სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში ავტომობილების მონიტორინგის მიზნით, ჩვენ აღვჭურვავთ ავტომობილებს GPS (Global Positioning System) მოწყობილობებით (ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში). აღნიშნულ მოწყობილობებს შეუძლიათ, ჩაიწერონ ავტომობილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, ავტომობილის მართვის ჩვევები და ავტომობილით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.

კომპანიის ინტერესების დაცვა

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დაცულ იქნას www.dizi.ge-ს ინტერესები. ამ მიზნით, შესაძლებელია მოგთხოვოთ თქვენი დამატებითი საკონტაქტო პირის დეტალების მოწოდება. თუმცა, ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში: როდესაც ვერ ხერხდება თქვენთან დაკავშირება, არსებობს აუცილებლობა, რომ www.dizi.ge-მ მოგაწოდოთ სერვისთან ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან მოწოდებული იქნება მსგავსი სახის ინფორმაცია, თქვენ ვალდებული ხართ აცნობოთ ამ პირს, აღნიშნულის შესახებ.

ვებგვერდის გამოყენების პირობები

მომხმარებლის მიერ ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას www.dizi.ge-ს მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია www.dizi.ge-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

არასრულწლოვანი პირი

www.dizi.ge მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, www.dizi.ge უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

იმისათვის, რომ www.dizi.ge-მ გამართული და კანონიერი მომსახურება შემოგთავაზოთ, თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება მესამე პირებთან, ესენი შესაძლოა იყვნენ:

·       პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის სხვადასხვა კორესპოდენციის ჩაბარებას -ეს შეიძლება იყოს შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი;

·       საკრედიტო და ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვევო მომსახურების მიმწოდებლები და ფინანსური შუამავლები და სხვა მესამე პირები, რომლებიც მონაწილეობენ მომსახურების გაწევაში და ხელშეკრულების გაფორმებაში ან/და შესრულებაში, მაგალითისთვის ლიზინგის საგნის გამყიდველები და მათ მომსახურებასთან დაკავშირებული უფლებამოსილი პირები;

·       დავალიანების ამომღებები ან სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები მინიჭებული უფლებების ფარგლებში, სასამართლოები, სასამართლო დავების გადაწყვეტის გარე ორგანოები, გაკოტრების ან გადახდისუუნარობის ადმინისტრატორები, აგრეთვე ანალოგიური სასესხო საინვესტიციო პლატფორმები, ასევე მესამე პირები, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა საკრედიტო რეესტრებს, სახელმწიფო რეესტრებს და კომერციულ რეესტრებს;

·       სერვის-პროვაიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლიენტების იდენტიფიკაციის ინსტრუმენტებს, სერვერის აპარატურულ პროვაიდერზე განთავსების სერვისებს, ასევე მონაცემთა და კიბერუსაფრთხოების სერვისებს, ელ-ფოსტისა და კონტენტის მიწოდების ინსტრუმენტებს, საფოსტო, მარკეტინგის, ბუღალტერიის, იურიდიული, აუდიტის, IT, ვებ ანალიტიკას, სესიის ჩაწერას და ონლაინ მარკეტინგის სერვისებს და სხვა სერვისებს, რომლებიც გონივრულად შეიძლება დაგვჭირდეს;

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების, დანაშაულის აღკვეთის, ან/და დარღვეული უფლებების აღდგენის  მიზნით. ასეთი შესაძლებელია იყოს: საერთო სასამართლოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული საგამოძიებო ორგანოები, იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები, აღსრულების ეროვნული ბიურო (კერძო აღმასრულებელი), საარბიტრაჟო დაწესებულებები და სხვა ორგანოები, რომელთა დახმარებით, კანონით მონიჭებულ ფარგლებში, კომპანია დაიცავს საკუთარ და მესამე პირთა  უფლებებს.

თქვენი პეროსნალური მონაცემები შესაძლებელია გაზიარებულ იქნეს მესამე პირებთან, იმ შემთხვევებში თუ:

·       მესამე პირი წარმოადგენს პოტენციურ მყიდველს რომელმაც შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად შეიძინოს ბიზნესი, ან მისი კონკრეტული ნაწილი;

·       თუ ვყიდით ან ვყიდულობთ ბიზნესს, ან ვაპირებთ გაერთიანებას;

·       თუ ვართ რეორგანიზაციის, გაკოტრების, ან ლიკვიდაციის პროცესში, ასევე თუ ვაპირებთ გავყიდოთ აქტივების გარკვეული ან სრული ნაწილი.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით www.dizi.ge-ს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად www.dizi.ge იტოვებს უფლებას, ხსენებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გაუწევენ www.dizi.ge-ს სარეკლამო მომსახურებას.

www.dizi.ge უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაუზიაროს ნებისმიერ მესამე პირს.

ვიდეო მეთვალყურეობა

www.dizi.ge აწარმოებს ვიდეო მეთვალყურეობას სერვის ცენტრებში, ოფისებში, ავტომობილების დილერებსა და სხვა ობიექტებში, სადაც ხორციელდება სალიზინგო საქმიანობა. www.dizi.ge-ს მიერ მონაცემების დამუშავება ხდება ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე,  მაგალიათად: სისხლის სამართლის დანაშაულების პრევენციისა და გამოძიებისათვის,  კომპანიის ქონების დაცვის მიზნებისათვის, ასევე მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით. ვიდეო მეთვალყურეობა აქტიურია 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. ვიდეო მეთვალყურეობის დროს მიღებული მონაცემები ინახება დაახლოებით 30 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდეგ, მონაცემები წაიშლება, თუ გონივრულად არ არის საჭირო მათი შენახვა სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება, ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი უფლებების დაცვა. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, განვმარტავთ, რომ კამერები არ იღებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც განკუთვნილია პირადი გამოყენებისთვის (მაგალითად, ტუალეტები, მოსასვენებელი ადგილები და ა.შ)

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა www.dizi.ge-ს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს www.dizi.ge-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

cookies

Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.

Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

რა სახის მონაცემები მუშავდება

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვა

www.dizi.ge პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

უსაფრთხოება

მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მობილურის ნომრის მითითების შემდეგ, ამავე ნომერზე მიღებული მოკლეტექსტური შეტყობინების (კოდის) შეყვანის შემთხვევაში. www.dizi.ge გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში www.dizi.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

www.dizi.ge მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე - კანონსაწინააღმდეგო შეღწევა www.dizi.ge-ს სერვერებზე.

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე დოკუმენტში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის www.dizi.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

www.dizi.ge-სთან დაკავშირება

დაგვიკავშირდით info@dizi.ge

დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე - www.dizi.ge

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0