ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

თანხმობა მონაცემების დამუშავების თაობაზე

მე, თქვენი სახელი თქვენი გვარი, პირადი ნომერი თქვენი პირადი ნომერი, გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს 'დიზი' (საიდენტიფიკაციო ნომერი 436048778), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი, როგორც მომავალი ლიზინგის მიმღები/თავდების/უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით.

გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული თანხმობა მოქმედია ხელმოწერიდან/დადასტურებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (იურიდიული პირის შემთხვევაში 60 სამუშაო დღის განმავლობაში).

თქვენი სახელი თქვენი გვარი, პირადი ნომერი თქვენი პირადი ნომერი

ვერიფიკაციის გავლის თარიღი

თარიღი


მე, თქვენი სახელი თქვენი გვარი, პირადი ნომერი თქვენი პირადი ნომერი (შემდგომში - „განმცხადებელი“) გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს 'დიზი'-ს საიდენტიფიკაციო ნომერი 436048778 (შემდგომში - „ორგანიზაცია“), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, ავტომატური და არაავტომატური საშუალებებით ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, მათ შორის შეგროვებაზე, სისტემატიზაციაზე, დაგროვებაზე, შენახვაზე, დაზუსტებაზე (განახლება, შეცვლა), გამოყენებაზე, დეპერსონალიზაციაზე, დაბლოკვაზე, წაშლაზე, პერსონალური მონაცემების განადგურებაზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ფულადი სახსრების მიღების მიზანი; შემოსავლის წყარო; გვარი, სახელი, (წინა გვარის, სახელის ჩათვლით); სქესი; დაბადების თარიღი, თვე, წელი; დაბადების ადგილი; მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია; ინფორმაცია განათლების შესახებ; ინფორმაცია ოჯახური მდგომარეობის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა; პირადობის მოწმობის მონაცემები (ნომერი, სერია, გაცემის თარიღი); პირადი ნომერი; მობილური ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში, რამდენიმე ნომერი) და სახლის ტელეფონის ნომერი (მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით); ელექტრონული ფოსტის მისამართი; საცხოვრებელი ადგილი (მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართი); ინფორმაცია ამჟამინდელი სამუშაო ადგილის და თანამდებობის შესახებ, ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ (მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია); განმცხადებლის საკონტაქტო პირების მონაცემები (ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, განმცხადებელთან ურთიერთკავშირი, განმცხადებლის მიერ მოწოდებული სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გამოყენებულ იქნება განმცხადებლის სანდოობის შემოწმების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესრულების, ასევე ახალი პროდუქტების შემუშავების ან მომსახურებების გაწევის მიზნებისათვის.

ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ, მათ შორის ინფორმაცია სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არასათანადო შესრულების შესახებ, მომსახურების გაწევის საკითხების განხილვისას და კონტრაქტების დადებისას.

ორგანიზაციას უფლება აქვს გადასცეს მისთვის ხელმისაწვდომი განმცხადებლის პერსონალური მონაცემები მესამე პირებს, ჩემს მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნით, ან/და მოქმედებების განხორციელებისას, რომლებიც მიმართულია კომპანიის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან/და ორგანიზაციის დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ამასთანავე, თანხმობას ვაცხადებ, რომ შპს 'დიზი'-მ დამოუკიდებლად დაამუშაოს ზემოთ ხსნებული მონაცემები იმ მიზნით, რომ ტელეფონის (მათ შორის მოკლეტექსტური შეტყობინების), ფოსტის, ელექტრონული ფოსტის, ვებ გვერდის, ვებ გვერდზე პირადი კაბინეტის საშუალებით განახორციელოს ჩემზე მორგებული სიახლეებისა და შეთავაზებების მოწოდება - ე.წ. პირდაპირი მარკეტინგი. ჩემთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხმობა არ არის სავალდებულო ხასიათის და ჩემს მიერ უარის გაცხადების შემთხვევაში შპს 'დიზი'-მ ერთმევა შესაძლებლობა მომაწოდოს სიახლეები და შეთავაზებები. ჩემთვის ცნობილია, რომ წინამდებარე თანხმობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით, მის გაუქმებამდე. ასევე, განმემარტა, რომ მონაცემთა დამუშავება წარმოადგენს მომსახურების გაწევისა და გარიგების/ხელშეკრულების დასადებად აუცილებელ პირობას.

ვაცხადებ თანხმობას და კომპანიას ვანიჭებ უფლებამოსილებას, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ამას კომპანია საჭიროდ ჩათვლის, გადაამოწმოს და მიიღოს (მათ შორის, კომპანიის შესაბამისმა წარმომადგენლებმა) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თავად ჩათვლის საჭიროდ (ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე).

მე ინფორმირებული ვარ და ვეთანხმები ჩემი, ჩემი მანქანისა და ჩემს მიერ მოწოდებული დოკუმენტების ფოტო და ვიდეო გადაღებას.

დამატებით განმემარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება მაქვს გავეცნო დამუშავებულ მონაცემებს, მივიღო შესაბამისი ინფორმაცია, ასლები, მოვითხოვო მათი განახლება, დამატება, წაშლა, გასწორება, გატანა, განადგურება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა. უფლება მაქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად გავასაჩივრო ჩემს შესახებ დამუშავებული ინფორმაციის კანონიერება და ნებისმიერ დროს, წერილობით მოვითხოვო ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ელ.ფოსტაზე მოთხოვნის გაგზავნით. გამონაკლისია კანონით გათვალისწინებული რიგი შემთხვევები, რომლითაც სავალდებულოა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ პერსონალური ინფორმაციის შენახვა. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოთხოვის შემთხვევაში, ორგანიზაციას უფლება აქვს არ შეწყვიტოს მისი დამუშავება დადებული ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე.

ჩემს მიერ მოცემული თანხმობა ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ორგანიზაციასთან ჩემი თავდაპირველი მომართვის მომენტიდან.

თქვენი სახელი თქვენი გვარი, პირადი ნომერი თქვენი პირადი ნომერი

ვერიფიკაციის გავლის თარიღი

თარიღი

ვერიფიკაციის გავლის ინსტრუქცია

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0