ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

რატომ კარგავენ ადამიანები ფულს ძველი ლიზინგის პირობების შენარჩუნებით?

ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბევრს ჰგონია, რომ მისი პირობების შეცვლა აღარ შეიძლება. შედეგად, ადამიანები წლების განმავლობაში აგრძელებენ ძველი პირობებით სარგებლობას მაშინაც კი, როცა ბაზარზე მათთვის უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობები ჩნდება.

სწორედ აქ შეიძლება იყოს გამოსავალი ლიზინგის პორტირება.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

1. ძველი პირობები ყოველთვის არ არის საუკეთესო

ლიზინგის აღების მომენტში არჩეული პირობები შეიძლება იმ დროს შენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს შეესაბამებოდა. თუმცა ფინანსური მდგომარეობა, ავტომობილის ღირებულება ან თავად ბაზარზე არსებული პირობები დროთა განმავლობაში იცვლება.

ამიტომ მხოლოდ იმის გამო, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, არ ნიშნავს, რომ იგივე პირობებით გაგრძელება ყოველთვის ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.

2. შეიძლება ზედმეტს იხდიდე

ლიზინგის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცირე განსხვავებაც კი საბოლოო გადასახდელ თანხაზე აისახება.

თუ ძველი პირობები შენთვის აღარ არის ოპტიმალური, მათი გადახედვა შეიძლება დაგეხმაროს ხარჯების უკეთ მართვაში.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

3. პორტირება გაძლევს პირობების გადახედვის შესაძლებლობას

ლიზინგის პორტირება ნიშნავს არსებული ლიზინგის სხვა, უფრო ხელსაყრელ პირობებზე გადატანას შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში.

ეს განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც არ სურს არსებული ავტომობილის შეცვლა, მაგრამ სურს ლიზინგის პირობების გაუმჯობესება.

4. ავტომობილის შეცვლა ყოველთვის საჭირო არ არის

ხშირად ახალი პირობების მისაღებად ადამიანი ავტომობილის გაყიდვას ან ახალი ავტომობილის შეძენას განიხილავს.

პორტირების შემთხვევაში კი ყურადღება თავად ლიზინგის პირობებზე გადადის - შეგიძლია შეინარჩუნო არსებული ავტომობილი და ამავდროულად მოძებნო შენს ფინანსურ მდგომარეობაზე უკეთ მორგებული პირობები.

5. ერთი გადაწყვეტილება წლების განმავლობაში არ უნდა დაგრჩეს უცვლელი

ფინანსური გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღე, დღეს შეიძლება უკვე აღარ იყოს შენთვის საუკეთესო.

ამიტომ პერიოდულად ღირს საკუთარი ლიზინგის პირობების გადახედვა: რამდენს იხდი, რამდენი დაგრჩა გადასახდელი და არსებობს თუ არა უკეთესი ალტერნატივა.

მოკლედ: ძველი ლიზინგის პირობების შენარჩუნება მხოლოდ იმიტომ, რომ „ასე დავიწყე და ასე უნდა გავაგრძელო“, ყოველთვის საუკეთესო არჩევანი არ არის.

თუ შენი პირობები აღარ გერგება, პორტირება შეიძლება იყოს შესაძლებლობა, შეცვალო ლიზინგის პირობები ავტომობილის შეცვლის გარეშე.

შეამოწმე შენი პირობები - შესაძლოა, იმაზე მეტს იხდიდე, ვიდრე საჭიროა.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო 100.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2006 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0