ავტომობილის შეძენა სესხის დახმარებით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სესხის ამჟამინდელი პირობები აღარ შეესაბამება ჩვენს საჭიროებებს. ასეთ დროს გამოსავალია ავტო სესხის პორტირება - ანუ მოქმედი სესხის გადატანა სხვა ფინანსურ დაწესებულებაში.
ამ შემთხვევაში, ისეთ სალიზინგო კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიცაა „დიზი“. ნიშნავს გამარტივებულ პროცედურებს, კომფორტულ გადახდის სისტემასა და დამატებითი თანხის მოთხოვნის შესაძლებლობას.
რა არის ავტო სესხის პორტირება?
ავტო სესხის პორტირება გულისხმობს უკვე არსებულ სესხზე დარჩენილი თანხის დაფარვას ახალი საფინანსო ორგანიზაციის მიერ. მარტივად რომ ვთქვათ – თქვენ უკვე ფლობთ ავტომობილს, გაქვთ სესხი სხვა სალიზინგო კომპანიაში ან მიკროსაფინანსოში, მაგრამ გადაწყვეტთ, რომ გსურთ განახლებული პირობები ან დამატებითი თანხის მოთხოვნა.
თქვენ შეგიძლიათ ეს სესხი "დაპორტიროთ", ანუ გადაიტანოთ "დიზიში", სადაც მიიღებთ უფრო მოქნილ პირობებს და შეგეძლებათ ისარგებლოთ „დიზის“ რეფინანსირების სერვისით.


