ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

რა არის უკულიზინგი?

რა არის უკულიზინგი?

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მფლობელს სასწრაფოდ დაჭირდა თანხა, არ არის აუცილებელი სესხის ასაღებად მიმართო ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. სალიზინგო კომპანია DIZI მზად არის დააფინანოს საჭირო თანხა მანქანის სანაცვლოდ.

მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსესხებელი ავტომობილის იურიდიული მფლობელი აღარ იქნება, მას აქვს უფლება ავტომობილი კვლავ გამოიყენოს და განაგრძოს მისი მართვა. ფაქტიურად საკუთარ ავტომობილს სალიზინგო კომპანია გადმოგცემთ იჯარის სახით, კონტრაქტში მითითებულ პერიოდზე.

სრულად გამოსყიდვის შემდგომ, უკულიზინგის მიმღები ავტომობილს ისევ იბრუნებს საკუთრებაში. ხელშეკრულების ვადის დასრულება, თუ ყველა პირობა შესრულებულია, ფაქტობრივად ავტომობილის გამოსყიდვას გულისხმობს.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

უკულიზინგის უპირატესობები

უკულიზინგი - ეს არის სალიზინგო კომპანიის მიერ ავტომობილის დროებით შეძენა. ამავდროულად ლიზინგის მიმღებს უნარჩუნდება უფლება მართოს ავტომობილი. ამ პროცედურას აქვს რამოდენიმე უპირატესობა.

პირველ რიგში, ავტომობილს არ ედება გირავნობა. მხოლოდ ავტომობილის მფლობელი იცვლება იმ პერიოდით, რა ვადითაც გააკეთებს უკულიზინგს კლიენტი. ამ პერიოდში მას სრულ უფლებიანად შეუძლია მართოს ავტომობილი.

მეორე, უკულიზინგის მიმღები არ არის ვალდებული დაადასტუროს შემოსავალი, და მისი გადახდისუნარიანობა. ასევე არ მოითხოვება თავდები.

მესამე, ხელშეკრულების გაფორმება ხდება უმოკლეს ვადებში. ოფისში ვიზიტის შემდგომ, სულ რამოდენიმე საათში შესაძლებელია თანხის მიღება თქვენს საბანკო ანგარიშზე. თანხის ოდენობა განისაზღვრება თქვენი ავტომობილის მდგომარეობის შესაბამისად.

უკულიზინგი - შესაძლებლობას გაძლევთ ასევე დროზე ადრე დაფაროთ ვალდებულება, თუნდაც 1 დღეში.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0