ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

მანქანა სესხით შეიძინე თუმცა პირობები აღარ გაკმაყოფილებს? გააუმჯობესე პირობები Dizi-ს რეფინანსირებით.

თუ ავტომობილი უკვე სესხით შეიძინე, მაგრამ გადახდის გრაფიკი, პროცენტი ან პირობები შენთვის კომფორტული აღარ არის - გამოსავალი არსებობს. Dizi Leasing გთავაზობს ავტო სესხის რეფინანსირებას, რომელიც საშუალებას გაძლევს ძველი სესხი უკეთესით ჩაანაცვლო, მიიღო დამატებითი თანხაც და სრულად მოარგო ფინანსური ვალდებულება შენს საჭიროებებს.

ეს განსაკუთრებით გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ:

  • გინდა უფრო დაბალი გადასახადი;
  • გჭირდება დამატებითი ფული (მაგალითად მოგზაურობისთვის, რემონტისთვის, სწავლისთვის და ა.შ.);
  • არ გაკმაყოფილებს არსებული სესხის პირობები;
  • გინდა მეტი თავისუფლება გადახდის ვადებსა და გრაფიკში.

რას ნიშნავს ავტო სესხის რეფინანსირება?

ეს არის არსებული სესხის ჩანაცვლება ახალი, უფრო მოქნილი და ხელშემწყობი პირობებით. შეგიძლია:

  • გადმოიტანო უკვე არსებული სესხი Dizi-ში;
  • გააგრძელო გადახდა უფრო დიდი ვადით;
  • მიიღო დამატებითი თანხა მანქანის საბაზრო ღირებულებიდან.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

რატომ არის „Dizi Leasing“-ის რეფინანსირება მომგებიანი?

  • არ არის საჭირო შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები.

    განაცხადის შევსება მარტივია – შემოსავლების ცნობა არ არის აუცილებელი. ნებისმიერი განაცხადი განიხილება.

  • სერვისი ხელმისაწვდომია ვადაგადაცილებული სესხის შემთხვევაშიც.

    თუ უკვე გაქვს ვადაგადაცილება, შეგიძლია კვლავ გააკეთო პორტირება – მთავარია ვადაგადაცილება 2 კვირას არ აღემატებოდეს.

  • განიხილება ნებისმიერი საკრედიტო ისტორია.

    Dizi-ს მიაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მეორე შანსი, ამიტომ განაცხადი განიხილება ისე, რომ ცუდი საკრედიტო ისტორია ხელისშემშლელი არ გახდეს.

  • დაფინანსება მანქანის ღირებულების 90%-მდე.

    ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ თქვენი მანქანის მიმდინარე საბაზრო ღირებულების 90%-მდე. ეს შესაძლებლობას გაძლევთ ისესხოთ დამატებითი თანხა, თუ თქვენი მანქანის ღირებულება ამის საშუალებას იძლევა.

  • მოქნილი გადახდის გრაფიკი.

    შენ ირჩევ გადახდის ვადას ისე, რომ ყოველთვიური შენატანი არ გახდეს ფინანსური წნეხი. ჩვენ გეხმარებით ოპტიმალური გეგმის შერჩევაში.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა?

რეფინანსირება ხელმისაწვდომია:

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის, 21-დან 65 წლამდე;
  • ვინც უკვე ფლობს ავტო სესხს სხვა კომპანიაში.

როგორ ხდება რეფინანსირება?

  • შეავსე განაცხადი – ნებისმიერ Dizi-ის ფილიალში.
  • მოიყვანე ავტომობილი შეფასებისთვის – სპეციალისტები სწრაფად განსაზღვრავენ მის საბაზრო ღირებულებას.
  • წარადგინე მოქმედი სესხის ცნობა – საჭიროა მხოლოდ არსებული სესხის დადასტურება.
  • გადმოიტანე სესხი Dizi-ში და გააგრძელე ავტომობილის გამოყენება ჩვეულებრივ.

Dizi Leasing გეხმარება არა მხოლოდ რეფინანსირებაში, არამედ გეხმარება ფინანსური სტრესის შემცირებასა და კომფორტულ ყოველდღიურობაში.

თუ მზად ხარ, რომ შენი ფინანსური ვალდებულება უფრო მარტივად მართო - დაიწყე რეფინანსირება დღესვე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 424 738

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0