ზოგჯერ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა თანხა სასწრაფოდ გვჭირდება. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი ხარჯი,ახალი საქმიანობის წამოწყება ან ნებისმიერი სხვა ფინანსური საჭიროება. ასეთ დროს, ერთ-ერთი იდეა რომელიც შეიძლება გაჩნდეს ავტომობილის გაყიდვაა, რაც განსაკუთრებით დიდი დისკომფორტია.
უმანქანოდ დარჩენა ხომ პირდაპირი მნიშვნელობით გაჩერებას ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
თანაც, როცა ფული სწრაფადაა საჭირო, ხშირად მფლობელებს ავტომობილის საბაზრო ფასზე იაფად გაყიდვა უწევთ, რაც ნამდვილად არ არის მომგებიანი.
ავტომობილის გაყიდვა არ იჩაქრო, რადგან ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და ხელსაყრელი გადაწყვეტილება “დიზის” უკულიზინგით სარგებლობაა!
თუმცა, სანამ გაიგებ თუ როგორ დაგეხმარება ეს სერვისი, მნიშვნელოვანია განვმარტოთ რით განსხვავდება უკულიზინგი ტრადიციული ლიზინგისგან და რომელი მათგანი გჭირდება:
ტრადიციული ლიზინგი vs უკულიზინგი:
- ტრადიციული ლიზინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს, მაგრამ სრული თანხა არ აქვს. ამ დროს შენ ირჩევ სასურველ მოდელს, „დიზი“ კი გიფინანსებს თანხის იმ ნაწილს,რაც გაკლდება. ეს საუკეთესო გზაა, რომ ერთიანი გადახდის გარეშე, მცირე ბიუჯეტითაც კი შეიძინო იმაზე ახალი და კომფორტული ავტომობილი, ვიდრე სრულად საკუთარი ფინანსებით შეძლებდი.
- უკულიზინგი კი სრულიად განსხვავებულ მიზანს ემსახურება - ის გჭირდება მაშინ, როდესაც მანქანა უკვე გყავს, მაგრამ თანხა გესაჭიროება. ამ შემთხვევაში შენი ავტომობილი ფინანსურ რესურსად იქცევა: ჩვენ გაძლევთ მის სანაცვლოდ თანხას და ვიფორმებთ ავტომობილს, თუმცა ის შენთან რჩება და მანქანით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გზა, მიიღო თანხა მანქანის გაყიდვის გარეშე.

