ტაქსი ლიზინგი თუ ტაქსის ქირაობა? ორივე ვარიანტი იძლევა ავტომობილზე წვდომას მისი ერთიანად შესყიდვის აუცილებლობის გარეშე, თუმცა, თითოეულ მათგანს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თუ თქვენ ამ სფეროში მუშაობის დაწყებას გეგმავთ, მნიშვნელოვანია მსგავსება-განსხვავებების შესახებ იცოდეთ, რათა მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით.
რა არის ტაქსი ლიზინგი?
ტაქსი ლიზინგი გულისხმობს გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის დროსაც სალიზინგო კომპანია დაგეხმარებათ სასურველი ავტომობილის შეძენაში, რომელსაც მოგვიანებით გამოიყენებთ ტაქსის ინდუსტრიაში სამუშაოდ. როგორც წესი, ეს პროცესი გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში და ამ პერიოდში თქვენ ახორციელებთ ფიქსირებულ, ყოველთვიურ გადახდას. თანხის სრულად დაფარვის შემდეგ კი ავტომობილი გადმოდის თქვენს საკუთრებაში.
თუ თქვენ ეძებთ ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ გზას ტაქსის ფლობისა და შემოსავლის მისაღებად, „დიზი“ გთავაზობთ ტაქსი ლიზინგის სერვისს, რომელიც ეხმარება მძღოლებს მუშაობის სწრაფად და მარტივად დაწყებაში.
ტაქსი ლიზინგი და მასთან დაკავშირებული პროცედურები საკმაოდ მარტივია:
- „დიზი“ უზრუნველყოფს მანქანის შესაძენად საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას და დაგიფინანსებთ თანხას, რომელიც გაკლდებათ;
- ავტომობილი გადავა „დიზის“ საკუთრებაში თანხის სრულად დაფარვამდე;
- მძღოლი იწყებს ყოველთვიური გადასახადის გადახდას;
- თანხის სრულად დაფარვის შემდეგ ავტომობილი ოფიციალურად გადადის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში.