თქვენი მანქანა სესხის დახმარებით შეიძინეთ და პირობები არ გაკმაყოფილებთ? ამ შემთხვევაში მანქანის სესხი უკეთესი პირობებითა და მეტი მოქნილობით გჭირდებათ. Dizi Leasing გთავაზობთ რეფინანსირების სერვისს, რომელიც მაქსიმალურად მოერგება თქვენს საჭიროებებს.
თუ თქვენი ავტო სესხის პორტირება გსურთ, რათა მაქსიმალური დაფინანსება მიიღოთ და გამარტივებული პროცედურებით სარგებლობა შეძლოთ, ან უბრალოდ დამატებითი თანხები დაგჭირდათ, ავტო სესხის რეფინანსირება შეიძლება სწორედ ის გამოსავალი იყოს, რომელსაც ეძებთ.
რას გულისხმობს ავტო სესხის რეფინანსირება?
ავტო სესხის რეფინანსირება არის თქვენი უკვე არსებული სესხის ახლით ჩანაცვლების ან თანხის დამატების პროცესი, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უფრო მოქნილი და ხელსაყრელი პირობები. იმის ნაცვლად, რომ დარჩეთ პირობებში, რომლებიც არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ თქვენი ავტო სესხი „დიზიში“ დააპორტიროთ - დაფარვის შედარებით გრძელი ვადით ან დამატებითი თანხების მოთხოვნის შესაძლებლობით.
რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი „დიზის“ ავტო სესხის რეფინანსირებაზე?
- არ არის საჭირო შემოსავლების დადასტურება
„დიზიში“ რეფინანსირებისა და სესხის პორტირების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა, განაცხადი განიხილება ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, „დიზის“ რეფინანსირების პროცესი ხელმისაწვდომია უფრო მეტი ადამიანისთვის. - პორტირება შესაძლებელია ვადაგადაცილებული ავტო სესხის შემთხვევაშიც
იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე არსებულ სესხზე გაქვთ ვადაგადაცილება, „დიზი“ დაგეხმარებათ სესხის პორტირებაში. თუმცა, ამ შემთხვევაში ვადაგადაცილება არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. - განაცხადი განიხილება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში
„დიზი“ განიხილავს განაცხადს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, რადგან გვჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს მეორე შანსსა და უკეთეს პირობებს. - „დიზი“ დააფინანსებს თქვენი ავტომობილის ღირებულების 90%-მდე
გჭირდებათ ნაღდი ფული? ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ თქვენი მანქანის მიმდინარე საბაზრო ღირებულების 90%-მდე. ეს შესაძლებლობას გაძლევთ ისესხოთ დამატებითი თანხა, თუ თქვენი მანქანის ღირებულება ამის საშუალებას იძლევა. - ჩვენთან მოქნილი პირობები დაგხვდებათ
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ გადახდის გრაფიკი, რომელიც თქვენს სურვილებს ყველაზე მეტად შეესაბამება. „დიზი“ დაგეხმარებათ იპოვოთ კომფორტული და მოსახერხებელი გამოსავალი.