„დიზი“ არის სანდო ფინანსური პარტნიორი, რომელსაც კარგად ესმის ფინანსები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. კრედიტორებისგან განსხვავებით, „დიზი“ გთავაზობთ განაცხადის სწრაფად დამტკიცებას, მოქნილ პირობებსა და დაფინანსების მაღალ ლიმიტს. „დიზის“ მიზანია დაგეხმაროთ თანხის მიღებაში ზედმეტი პრობლემებისა და გართულებების გარეშე.
რა დამატებით უპირატესობებს მოიცავს „დიზის“ რეფინანსირება?
არანაირი ფარული გადასახადი – გამჭვირვალობა „დიზის“ პრიორიტეტია.
სწრაფი დამტკიცების პროცესი - საბოლოო პასუხის მისაღებად მხოლოდ 15 წუთია საჭირო.
ხელმისაწვდომია თვითდასაქმებული პირებისთვის - „დიზი“ მხარს უჭერს ყველა ტიპის სამუშაოს მქონე ადამიანს.
ფინანსური სტაბილურობა - რეფინანსირება საშუალებას მოგცემთ გამოყოთ დამატებითი სახსრები სხვა საჭიროებებისთვის.
როგორ შევავსოთ განაცხადი?
„დიზი“ დაგეხმარებათ რომ განაცხადი სწრაფად და მარტივად შეავსოთ, ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი იქნება საჭირო:
შეავსეთ განაცხადი - რომლის შევსებაც შესაძლებელია ადგილზე მისვლით;
მიდით ადგილზე და შეაფასეთ ავტომობილი - ამისთვის საჭიროა „დიზის“ ნებისმიერ ფილიალთან დაკავშირება და ადგილზე მისვლა, რათა ავტომობილი პროფესიონალურად შეფასდეს. ეს განსაზღვრავს დაფინანსების ოდენობას.
წარადგინეთ არსებული სესხის ცნობა - წარმოადგინეთ თქვენი მიმდინარე სესხის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კომპანიას დაეხმარება რეფინანსირების პირობების შედგენაში.
გადააფორმეთ ავტომობილი - განაცხადის დამტკიცების შემდეგ, თანხის სრულად დაფარვამდე, თქვენი ავტომობილი ოფიციალურად გადავა „დიზის“ მფლობელობაში, თუმცა, თქვენ გექნებათ სარგებლობის უფლება.
რეფინანსირება შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც:
- სურს შეამციროს ყოველთვიური გადასახადი;
- სჭირდება დამატებითი თანხა პირადი ხარჯებისთვის;
- სჭირდება ახალი სესხი, თუმცა უკვე არსებულის გამო არ შეუძლია მისი ბანკისგან მიღება;
- სჭირდება სესხი, თუმცა, ცუდი საკრედიტო ისტორია აქვს;
- ეძებს საიმედო და სანდო რეფინანსირების შეთავაზებას;
თუ ამ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენც გეხებათ, „დიზის“ რეფინანსირება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საჭირო გამოსავალია. ბევრმა მომხმარებელმა უკვე მოახდინა საკუთარი მანქანის სესხის რეფინანსირება და გაიუმჯობესა თავისი ფინანსური მდგომარეობა.
„დიზი“ დაგეხმარებათ რეფინანსირებასთან დაკავშირებული პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში და სასურველი თანხის მიღებაში. დაიწყეთ რეფინანსირების პროცესი დღესვე და მიიღეთ თანხა კომფორტული და მარტივი გადახდის პირობებით, დამატებით კი, განაგრძეთ თქვენი ავტომობილის შეუფერხებლად მართვა.
ასე რომ, თუ უკვე სარგებლობთ ავტო სესხით სხვა საფინანსო ორგანიზაციაში და გსურთ თანხის დამატება, ან ყოველთვიური შენატანის შემცირება, დიზი ლიზინგის რეფინანსირების პროდუქტი გაძლევთ ამის საშუალებას.