ხალხში გაჩენილი რწმენაა, რომ ფულის ქონის დროს ყველაფრის ერთად გადახდა და ვალების დაფარვა საუკეთესო არჩევანია. თითქოს ლოგიკურია — ნაკლები ვალი, ნაკლები თავის ტკივილი. მაგრამ როცა საქმე მანქანის განბაჟებას ეხება, ეს მიდგომა ბევრ ადამიანს დიდ ფინანსურ პრობლემებს უქმნის.
ყველაფერი ასე ხდება: გადაიხდი განბაჟების საფასურს და, ცხადია, თანხა შენი ჯიბიდან უბრალოდ ქრება. ვეღარც სხვა ინვესტიციისთვის გამოიყენებ და ვეღარც მოგებას ნახავ. ფულის მოძრაობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „უვალობა“
ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით ფინანსური საკითხები, კერძოდ, მძღოლები და მეწარმეები, რადიკალურად აზროვნებენ. ისინი იყენებენ სხვის რესურსს, მაგალითად, სალიზინგო კომპანიის დახმარებას, ყიდულობენ მანქანას და თავიანთ ნაღდ ფულს ბრუნვაში ტოვებენ. ლიზინგის პროცენტის გათვალისწინებით, შესაძლებელია თანხის გამოყენების უკეთესი გზის ძებნა, ვიდრე საბაჟო საფასურის გადახდაა.
მთავარი წესი, რომელსაც ბევრი ივიწყებს არის, რომ ფული უნდა მოძრაობდეს. როცა განბაჟებას ლიზინგით აკეთებ, ფინანსურად მოქნილი რჩები. შეგიძლია გქონდეს რეზერვი სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, რომლებიც მანქანის ჩამოყვანის შემდეგ ყოველდღიურად ჩნდება: სერვისი, საბურავები, დაზღვევა და ასე შემდეგ.
ძალიან ხშირად ხდება, როცა ადამიანი მთელ დანაზოგს განბაჟებაში იხდის და მერე თვეობით ელოდება ხელფასს, რომ მანქანა დააზღვიოს ან საბაზისო მომსახურება გაუკეთოს. ეს ზუსტად ის სტრესია, რისი თავიდან აცილებაც შეგიძლია. დაფინანსების გამოყენება ნიშნავს, რომ პროცესს თავად მართავ და არა პირიქით.

