ავტოლიზინგის სერვისით სარგებლობის დროს სრული ღირებულებების წინასწარ გადახდა საჭირო არ არის, რაც ძალიან კომფორტულია. თუმცა, მანქანის შეძენის პროცესში შეიძლება დადგეთ ისეთი საკითხის წინაშეც, როგორიც მისი განბაჟებაა. განბაჟება ავტომობილის ყიდვისას გადამწყვეტი ნაბიჯია. რა მოხდება თუ ავტომობილს შეიძენთ, თუმცა, მის განსაბაჟებლად თანხა არ გექნებათ?
ამ ბლოგში განვიხილოთ თითოეული ის პროცედურა და შესაძლო გაურკვევლობა, რომელიც შეიძლება ავტომობილის განბაჟებას ახლდეს თან. თუ მანქანის განბაჟებისთვის საჭირო თანხა არ გაქვთ, „დიზი“ დაგეხმარებათ, თქვენ კი თანხის დაბრუნებას ყოველთვიური გადახდის სისტემით დაიწყებთ.
რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ავტომობილის განბაჟება?
როდესაც თქვენ შეიძენთ ავტომობილს და მან საზღვარი გადმოკვეთა, აუცილებელია რომ განაბაჟოთ ის. განბაჟება მოიცავს საბუთების წარდგენას, იმპორტისთვის საჭირო გადასახადების გადახდას და მანქანის ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმებას. საბაჟო პროცედურები და განბაჟება უზრუნველყოფს რომ ავტომობილი თითოეული კანონისა და რეგულაციის დაცვით მართოთ.


