ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

შეგვიძლია თუ არა ლიზინგით სარგებლობა ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში?

დღევანდელ სამყაროში საკრედიტო ისტორია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია — ის განსაზღვრავს, რამდენად სანდო მომხმარებელი ხართ თქვენ სალიზინგო კომპანიებისთვის. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ მათ ცუდი საკრედიტო ისტორია აქვთ, ავტომატურად გამოეთიშებიან ლიზინგით ან სესხით სარგებლობის შესაძლებლობას. მაგრამ რეალობა სხვაგვარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ სალიზინგო კომპანიასთან, როგორიცაა “დიზი”.

“დიზი” ინდივიდუალურად აფასებს თითოეულ განაცხადს — რაც ნიშნავს, რომ ცუდი საკრედიტო ისტორია არ არის პირდაპირ უარის თქმის მიზეზი.

როგორ ფასდება საკრედიტო ისტორია?

სანამ პასუხს გავცემთ მთავარ კითხვას, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რას ნიშნავს საკრედიტო ისტორია.

ეს არის ინფორმაცია თქვენი წარსული ფინანსური ქცევის შესახებ — როგორ სარგებლობდით სესხებით, იხდიდით თუ არა დროულად, რამდენად ხშირად გქონდათ ვადაგადაცილება და ა.შ.

საკრედიტო ისტორიის შემადგენელი კომპონენტები:

  • წარსული სესხების რაოდენობა

  • გადახდები

  • ვადაგადაცილებული თანხები

  • მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები

ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ფინანსური ორგანიზაციისთვის, ლიზინგის გამცემების ჩათვლით.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

ცუდი საკრედიტო ისტორია ნიშნავს უარს ავტოლიზინგით სარგებლობაზე?

სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ავტოლიზინგი ერთ-ერთი მოსახერხებელი ფინანსური სერვისი — განსაკუთრებით მაშინ, როცა სურს მანქანის შეძენა ეტაპობრივი გადახდით.

რას აკეთებთ მაშინ, როცა თქვენი საკრედიტო ისტორია იდეალური არ არის?

სტანდარტული მიდგომა

ბევრი ფინანსური ორგანიზაცია ავტომატურად უარს ამბობს, თუ საკრედიტო ისტორია დაბალი ქულებით ან ვადაგადაცილებებით არის დატვირთული. მათთვის ეს რისკის შემცველია და იშვიათად განიხილავენ განმარტებებს, ან განახლებულ ფინანსურ მდგომარეობას.

“დიზი”-ს მიდგომა - მოქნილი და თქვენზე ორიენტირებული

“დიზი” განსხვავდება სტანდარტული მიდგომისგან და ის განიხილავს ავტოლიზინგით სარგებლობის შესაძლებლობას ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში. სალიზინგო კომპანია უფრო მეტად აფასებს ახლანდელ, ვიდრე წარსულის მდგომარეობას.

ამ შემთხვევაში, საკრედიტო ისტორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არა გადამწყვეტი.

რა შემთხვევაში შეუძლია მომხმარებელს ისარგებლოს ლიზინგით ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაშიც?

კონკრეტულად რა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ ავტოლიზინგით სარგებლობა შეძლოთ?

  • სტაბილური შემოსავალი - თუ თქვენ გაქვთ სტაბილური ან ხელშესახები შემოსავალი, რომელიც საკმარისია ლიზინგის დაფარვისთვის — ეს დიდად გაზრდის დადებითი პასუხის შანსს.

  • დასაქმების სტატუსი - გაქვთ ინდივიდუალური შემოსავალი, რომელიც შეგიძლიათ დაამტკიცოთ? Dizi.ge-სთვის მნიშვნელოვანია სწორედ რეალური გადახდისუნარიანობა და არა მხოლოდ წარსული შეცდომები.

  • საკრედიტო პრობლემების ხანგრძლივობა და ხასიათი - იყო ეს ერთი უყურადღებო ვადაგადაცილება თუ გრძელვადიანი ფინანსური კრიზისი? ხშირ შემთხვევაში, ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

როგორ შეგიძლიათ “დიზის” ავტოლიზინგით სარგებლობა?

მთელი პროცესი საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს რიგში დგომას ან კომპლექსურ დოკუმენტაციას.

  • ეწვიეთ “დიზის” ნებისმიერ ფილიალს;
  • შეავსეთ განაცხადი;
  • დაელოდეთ პასუხს - რომელსაც სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება;

“დიზი” გაძლევთ ავტოლიზინგით სარგებლობის საშუალებას, მიუხედავად წარსული ფინანსური შეცდომებისა, ეს არა მხოლოდ პრაქტიკული სარგებელია, არამედ:

შანსი ფინანსური ისტორიის გაუმჯობესებისთვის

თქვენ იწყებთ გადახდას მცირე, ხელმისაწვდომი თანხით — ყოველი დროული გადახდა აღინიშნება თქვენს საკრედიტო პროფილში.

ნდობის აღდგენა ფინანსურ სივრცეში

როცა ერთი სალიზინგო კომპანია გაძლევს შანსს და თქვენ წარმატებით ასრულებთ ვალდებულებებს, მომავალში სხვა კომპანიებიც მეტად გენდობიან.

ცხოვრების დონის გაუმჯობესება

ავტოლიზინგი დაგეხმარებათ შეიძინოთ სასურველი ავტომობილი და გაიუმჯობესოთ ყოველდღიური კომფორტი.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

როგორ მოვიქცეთ, რომ ლიზინგის მიღების შანსი გავზარდოთ?

თუ დარწმუნებული არ ხართ, მიიღებთ თუ არა ლიზინგს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • წარადგინეთ სრული ინფორმაცია განაცხადში
  • მოამზადეთ დოკუმენტაცია, რომელიც აჩვენებს თქვენს შემოსავალს ან დასაქმებას
  • დაიწყეთ მცირე თანხებით — მაგალითად, აირჩიეთ მანქანა დაბალი ღირებულებით
  • იყავით მზად პირველადი შენატანისთვის — ეს აჩვენებს თქვენს პასუხისმგებლობას
  • გამოიყენეთ ბანკის ანგარიში და გადარიცხვები, არა მხოლოდ ნაღდი ფული — რაც დაგეხმარებათ შემოსავლების დამტკიცებაში

რატომ უნდა აირჩიოთ “დიზის” ავტოლიზინგი?

  • ინდივიდუალური მიდგომა;
  • სწრაფი გადაწყვეტილებები;
  • მოქნილი გადახდები;
  • გამარტივებული პროცესი.

ცუდი საკრედიტო ისტორია — ბარიერი თუ ახალი შესაძლებლობა?

“დიზი” ქმნის შესაძლებლობას ადამიანებისთვის, რომლებმაც შესაძლოა ერთხელ სესხის დროულად დაფარვა ვერ შეძლეს, მაგრამ დღეს მზად არიან გადადგან სწორი ნაბიჯი.

თუ თქვენ ეძებთ მარტივ და სანდო გზას რომ გახდეთ ოცნების ავტომობილის მფლობელი, მაშინ განაცხადის შეტანა “დიზიში” ნამდვილად ღირს.

კომპანია მოკლე ვადაში გახდა ერთ-ერთი წამყვანი სალიზინგო კომპანია და სარგებლობს მომხმარებლების განსაკუთრებული ნდობით.

ჩვენი მიზანია, საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დახმარებით გავუწიოთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც დაეყრდნობა ადამიანურ ღირებულებებსა და გულახდილობის პრინციპებს.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0