ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

უკულიზინგი თუ ტრადიციული ლიზინგი - რა განსხვავებაა?

როდესაც ადამიანებს ავტომობილის შეძენა სურთ, ან უკვე ჰყავთ და უნდათ დამატებითი თანხის გამომუშავება, ორ მეთოდს მიმართავენ - ტრადიციულ ლიზინგს ან უკულიზინგს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი მძღოლს აძლევს მანქანით სარგებლობის საშუალებას, ეს შეთავაზებები საკმაოდ განსხვავდება სტრუქტურითა და შინაარსით.

რა არის ტრადიციული ლიზინგი?

ტრადიციული ლიზინგი ერთგვარი ხელშეკრულებაა. ამ დროს თქვენ შეარჩევთ სასურველ მანქანას, ხოლო სალიზინგო კომპანია დაგიფინანსებთ იმ თანხას, რომელიც გაკლდებათ.

გამოდის რომ სალიზინგო კომპანია შეიძენს მანქანას, თქვენ კი ყოველთვიური გადახდების გზით გამოისყიდით მას. თანხის სრულად გადახდის შემდეგ ავტომობილი სრულად გადმოდის თქვენს საკუთრებაში.

ტრადიციული ლიზინგის უპირატესობები

  • დაბალი ყოველთვიური გადასახადი: ხშირად ავტომობილის ღირებულება საკმაოდ მაღალია, რის გამოც შესაძლოა მძღოლს მისი ერთიანად შესყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. ლიზინგი შესაძლებლობას გაძლევთ თანხა არა ერთიანად, არამედ ყოველთვიურად გადაიხადოთ.
  • წვდომა ახალ მოდელებზე: როდესაც მანქანას ყიდულობთ, ფიქრობთ იმ კონკრეტული ბიუჯეტიდან გამომდინარე, რომელიც ამ დროს გაქვთ. ლიზინგი გეხმარებათ შეარჩიოთ უფრო ძვირადღირებული მოდელი და არ დათმოთ თქვენი სურვილები ფინანსური მდგომარეობის გამო.
    ტრადიციული ლიზინგი ითვალისწინებს ისეთი ავტომობილის შეძენას, რომლის გამოშვების თარიღი არის 2005 წლიდან ზემოთ, რაც თავისთავად გულისხმობს შედარებით ახალ მოდელებს.

რა არის უკულიზინგი?

ტრადიციული ლიზინგისგან განსხვავებით, უკულიზინგი ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გყავთ ავტომობილი და მისი დახმარებით გსურთ დამატებითი თანხის გამომუშავება. ამ დროს სალიზინგო კომპანია იფორმებს ავტომობილს, თქვენ კი მანქანის შეფასების შემდეგ, იღებთ შეთანხმებულ თანხას, რომლის გადახდასაც იწყებთ ყოველთვიურად.

ისევე, როგორც ტრადიციული ლიზინგი, დღეს უკულიზინგიც ინოვაციური და საკმაოდ ეფექტური შეთავაზებაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მძღოლს გამოიმუშავოს ფული მანქანის გაყიდვის გარეშე.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

უკულიზინგის უპირატესობები

  • სასურველი თანხის მიღება: როდესაც თანხა სწრაფად გჭირდებათ, უკულიზინგი ამ პრობლემას სწრაფად და მარტივად აგვარებს, თქვენ კი არ გიწევთ ხანგრძლივი პროცედურების გავლა, ქონების გაყიდვა და სხვა.
  • გამოყენების უფლება: უკულიზინგის დროს ავტომობილი რჩება თქვენს გამოყენებაში, რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა, რადგან თანხის მიღება შეგიძლიათ ავტომობილის დათმობის გარეშე.
  • მოქნილი გადახდის სისტემა: ისეთი სალიზინგო კომპანიები, როგორიც არის მაგალითად „დიზი“, გთავაზობენ თქვენზე მორგებულ გადახდის სისტემას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს.

რა ძირითადი განსხვავებები არსებობს უკულიზინგსა და ტრადიციულ ლიზინგს შორის?

ერთი შეხედვით, უკულიზინგი და ტრადიციული ავტო ლიზინგი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა, მათი მუშაობის პრინციპი საგრძნობლად განსხვავდება. ტრადიციული ლიზინგი საშუალებას აძლევს ადამიანს შეიძინოს ავტომობილი, კომპანია ახორციელებს შესყიდვას, მძღოლი კი თანხას ყოველთვიურად იხდის. ეს მოდელი იდეალურია მათთვის, ვისაც მანქანა სჭირდება, თუმცა, არ აქვს თანხის ერთიანად გადახდის შესაძლებლობა.

უკულიზინგის შემთხვევაში, ისევე, როგორც ტრადიციული ლიზინგის შემთხვევაში, თანხას იხდით ყოველთვიურად, ხოლო სრულად დაფარვის შემდეგ, ხდებით ავტომობილის სრულუფლებიანი მფლობელი.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

რატომ უნდა აირჩიოთ „დიზი“ ლიზინგი?

„დიზი“ გთავაზობთ როგორც უკულიზინგის, ასევე ტრადიციული ლიზინგის განსაკუთრებით ეფექტურ პირობებს. შეთავაზებები გამოირჩევა ხელმისაწვდომობით, მოქნილობითა და სიმარტივით. მნიშვნელობა არ აქვს გსურთ სასურველი მანქანის შეძენა, თუ მანქანის დახმარებით თანხის გამომუშავება, „დიზი“ დაგეხმარებათ რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული. „დიზის“ სალიზინგო შეთავაზებები რამდენიმე მთავარი უპირატესობით გამოირჩევა:

  • ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი
    „დიზის“ დახმარებით შეგიძლიათ მაქსიმუმ 30000 ლარის დაფინანსების მიღება, რაც ნიშნავს რომ შეძლებთ სასურველი მანქანის შეძენას, იქნება ეს შედარებით ბიუჯეტური თუ ძვირადღირებული მოდელი.
  • გადახდის მოქნილი პირობები
    „დიზის“ ესმის, რომ ყველა ადამიანის ფინანსური მდგომარეობა ერთნაირი არ არის. სწორედ ამიტომ, კომპანია გთავაზობთ მოქნილ გადახდის სისტემას, რომელიც მოერგება თქვენს საჭიროებებს.
  • განაცხადის შევსების გამარტივებული პროცესი
    ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურების ნაცვლად, „დიზი“ გთავაზობთ საკმაოდ მარტივ სისტემას. თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ ოფისში მისვლა და ავტომობილის შეფასება, საბოლოო პასუხს კი განცხადების შევსებიდან 30 წუთის განმავლობაში მიიღებთ.
  • ავტომობილის გამოსყიდვის შესაძლებლობა
    „დიზისგან“ მიღებული თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, ავტომობილი ოფიციალურად გადმოდის თქვენს საკუთრებაში.

საბოლოო ჯამში, უკულიზინგსა და ტრადიციულ ლიზინგს შორის არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ სურვილებსა და საჭიროებებზე, თუმცა, მათ შორის განსხვავება ნათელია. თითოეული მათგანი გთავაზობთ ფინანსურ მოქნილობას, მთავარი განსხვავება ისაა, გსურთ თანხა მანქანის შესაძენად თუ პირიქით, გყავთ მანქანა და გინდათ თანხის მიღება.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0