ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

სალიზინგო კომპანია დიზი ლიზინგი

დიდი ხანია ოცნებობთ მანქანის ყიდვაზე, და არ გაქვთ საკმარისი თანხა? სიტუაციიდან გამოსავალი არის სალიზინგო კომპანია დიზი ლიზინგი, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ბევრად უფრო სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას და გვაქვს ბევრად უფრო ლოიალური მოთხოვნები, ვიდრე ქართული ბანკების აბსოლუტურ უმრავლესობას.

მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეთ ლიზინგით სარგებლობა Dizi Leasing-ში, თქვენ არ გექნებათ სანერვიულო იდეალურ საკრედიტო ისტორიაზე. ჩვენ არ გიზღუდავთ ავტომობილის მარკას, ასაკს, ტექნიკურ მახასიათებლებს და სხვა პარამეტრებს, რომლის შეძენაც გსურთ. ჩვენთან ავტომობილის დაზღვევა არ არის სავალდებულო. მიზნობრიობის გადამოწმების გარეშე შემოგთავაზებთ სასურველ თანხას, თქვენთვის მისაღები გადახდის გრაფიკით.

შეარჩიეთ ავტომობილი- ახალი ან მეორადი - მიიღეთ დაფინანსება Dizi Leasing-ში. გამყოდველს თანხა ჩაერიცხება ხელშეკრულების დადებისთანავე, ყველა საჭირო პროცედურის გავლისთანავე.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმება კომპანია Dizi-ში

ხშირად ბანკში მეორადი ავტომობილის შეძენისათვის კრედიტის მისაღებად საჭიროა მთელი რიგი პირობების დაკმაყოფილება. ბევრი შეზღუდვა ეხება თავად ავტომობილსაც. ასეთი შეზღუდვები შეიძლება ეხებოდეს ასაკს, გარბენს, ტექნიკურ მდგომარეობას და მის გამოყენებას.

მსგავსი სირთულეების თავიდან არილება შესაძლებელია Dizi Leasing-ში მეორად ავტომობილზე ლიზინგის გაფორმებით. ჩვენი მოთხოვნები მაქსიმალურად ლოიალურია, დაფარვის პირობები და გრაფიკი კომფორტულია, ხოლო დასაფინანსებელი თანხის მოცულობა საშუალებას გაძლევთ არ შეიზღუდოთ თავი შესაძენი ავტომობილის შერჩევისას. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ კლიენტებთან, რომელთა საკრედიტო ისტორია არ არის იდეალური და რომელთა შემოსავალი არასტაბილურია.

ლიზინგის დამტკიცების შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება, ხოლო თანხა კლიენტს გადაერიცხება ხელშეკრულების გაფორმების დღეს.

პროდუქტების შედარება

მინიმალური დაფინანსებამაქსიმალური დაფინანსებამაქსიმალური ვადამინიმალური წინასწარი შენატანისაკრედიტო ისტორიადაზღვევაშემოსავლების დადასტურებასაბუთები
ლიზინგი
მინიმალური დაფინანსება
1,000 ლარი
მაქსიმალური დაფინანსება
30,000 ლარი
მაქსიმალური ვადა
84 თვე
მინიმალური წინასწარი შენატანი
10%
საკრედიტო ისტორია
ნებისმიერი
დაზღვევა
არ მოითხოვება
შემოსავლების დადასტურება
არ მოითხოვება
საბუთები
პირადობის მოწმობა და ტექპასპორტი

განაცხადის გაგზავნა
უკულიზინგი
მინიმალური დაფინანსება
1,000 ლარი
მაქსიმალური დაფინანსება
30,000 ლარი
მაქსიმალური ვადა
84 თვე
მინიმალური წინასწარი შენატანი
-
საკრედიტო ისტორია
ნებისმიერი
დაზღვევა
არ მოითხოვება
შემოსავლების დადასტურება
არ მოითხოვება
საბუთები
პირადობის მოწმობა და ტექპასპორტი

განაცხადის გაგზავნა
ტაქსი ლიზინგი
მინიმალური დაფინანსება
1,000 ლარი
მაქსიმალური დაფინანსება
30,000 ლარი
მაქსიმალური ვადა
84 თვე
მინიმალური წინასწარი შენატანი
5%
საკრედიტო ისტორია
ნებისმიერი
დაზღვევა
არ მოითხოვება
შემოსავლების დადასტურება
არ მოითხოვება
საბუთები
პირადობის მოწმობა და ტექპასპორტი

განაცხადის გაგზავნა
რეფინანსირება
მინიმალური დაფინანსება
1,000 ლარი
მაქსიმალური დაფინანსება
30,000 ლარი
მაქსიმალური ვადა
84 თვე
მინიმალური წინასწარი შენატანი
-
საკრედიტო ისტორია
ნებისმიერი
დაზღვევა
არ მოითხოვება
შემოსავლების დადასტურება
არ მოითხოვება
საბუთები
პირადობის მოწმობა და ტექპასპორტი

განაცხადის გაგზავნა

ლიზინგი ნეგატიური საკრედიტო ისტორიით

ცუდი საკრედიტო ისტორია, რომელიც გამოწვეულია წარსულში არსებული ვადაგადაცილებების გამო, რომლების დღეს დაფარულია, ხშირად არ გაძლევთ საშუალებას კვლავ ისარგებლოთ კრედიტით. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ბანკების უმეტესობა. თუმცა, დიზი ლიზინგი საპირისპირო პოზიციას იკავებს. ნეგატიური საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტებს, რომლებსაც სურთ ავტომობილზე ლიზინგის გაკეთება, ჩვენი კლიენტები არიან.

დიზი ლიზინგი ახორციელებს კლიენტების მიმართ ნდობის პოლიტიკას, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ლიზინგს ავტომობილზე ნეგატიური საკრედიტო ისტორიითაც კი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ავტომობილი ფორმდება დიზი ლიზინგის სახელზე და თქვენ მფლობელობაში დაბრუნდება გრაფიკის სრულად დაფარვის შემდეგ.

არადამაკმაყოფილებელი საკრედიტო ისტორიის არსებობის შემთხვევაში მანქანის ლიზინგით ან უკულიზინგით სარგებლობის პროცედურის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ დაუკავშირდეთ დიზი ლიზინგის ქოლცენტრის მენეჯერს.

Შეკითხვები

Სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობის ქონა?

Მართვის მოწმობა არ არის სავალდებულო

Რა არის საჭირო რომ მივიღო დაფინანსება?

დაგჭირდებათ თანამონაწილეობის თანხა: ავტომობილის ღირებულების 10%.
აგრეთვე თან უნდა იქონიოთ პირადობა ან მართვის მოწმობა და ტექ.პასპორტი.

Სავალდებულოა თუ არა დაზღვევა?

დაზღვევა სავალდებულო არ არის

Რა დრო ჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

თუ მანქანა უკვე შერჩეული გყავს ან გყავს საკუთარი, მაშინ გამოგვიგზავნე განაცხადი, რომლის შევსებასაც 2 წუთზე მეტი არ დასჭირდება. Ჩვენგან კი პასუხს მაქსიმუმ 15 წუთში მიიღებ. ამის შემდეგ მოიყვანე ავტომობილი ჩვენ ფილიალში და შემფასებელი 10 წუთში დაგიდასტურებს საბოლოო თანხას.

Მანქანა ვის სახელზე ფორმდება?

ლიზინგით სარგებლობის პერიოდში მანქანა ფორმდება კომპანია “დიზის” სახელზე, ხოლო გადახდის დასრულების შემდგომ იფორმებთ საკუთარ სახელზე.

Აქვს თუ არა მნიშვნელობა საკრედიტო ისტორიას?

საკრედიტო ისტორია მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ იდეალური საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლებს ვაფინანსებთ. Შესაძლოა ე.წ. “Გაშავებული” პირების დაფინანსებაც. მანქანიდან, მოთხოვნილი თანხიდან და სხვა დეტალებიდან გამომდინარე.

Რა თანხას აფინანსებს “დიზი” ლიზინგი?

“დიზი” აფინანსებს 1,000 ლარიდან 30,000 ლარამდე თანხას.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0