ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

ინტერვიუ რადიო „ფორტუნას“ ეთერში- დიზი ლიზინგის სიახლეებსა და მომავალ გეგმებზე

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, ფინანსური ბარიერების გამო, ის ბევრისთვის მაინც მიუწვდომელი რჩება. და აი, სწორედ მაშინ, როდესაც სწრაფი გადაადგილება და რესურსების რაციონალური მართვა პრიორიტეტია, ავტოლიზინგი იდეალურ გამოსავლად გვევლინება – ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ავტომობილის ფლობისთვის. ავტოლიზინგის სპეციფიკაში გარკვევაში „დიზი ლიზინგს“ მივმართეთ, კომპანიას, რომელიც მოკლე ვადაში გახდა ერთ-ერთი წამყვანი სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე და რომელიც მომხმარებლების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

მარიამ ნაცვლიშვილი, კომპანიის „დიზი ლიზინგი“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– „დიზი ლიზინგი“ ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. ჩვენ აღნიშნული საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა გახლავართ საქართველოში. ჩვენი ძირითადი ნიშა არის ავტოლიზინგი – ვემსახურებით ფიზიკურ პირებს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გავცემთ აღნიშნულ პროდუქტს.

ძალიან მიხარია, რომ ლიზინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენს მოსახლეობაში, თუმცა კიდევ ერთხელ სიამოვნებით განვმარტავ, რომ ავტოლიზინგი გახლავთ ერთგვარი ავტოსესხი, ანუ ჩვენ ფინანსურ მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურთ. ის, რაც „დიზი ლიზინგს“ გამოარჩევს ბაზარზე არის ძალიან სწრაფად, მინიმალური მოთხოვნებით, მაქსიმალური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. ასევე გვაქვს: უკულიზინგი – ეს პროდუქტი თავის თავში გულისხმობს კუთვნილი ავტომობილის დაფინანსებას (ანუ ეს არის ერთგვარი ლომბარდი) და ტაქსი ლიზინგი – ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ტაქსის ინდუსტრიაში შედგან ფეხი და თანხის ასე გამომუშავება შეძლონ. ერთი სიტყვით, მაქსიმალურად ვართ ჩართულები, რომ გავამარტივოთ მომხმარებლისთვის სურვილის შედეგად ქცევა.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

– ძირითადად რა ასაკის მომხმარებლები გყავთ და რა ტიპის ავტომობილებზე სარგებლობენ თქვენი მომსახურებით?

– ჩვენ ვაფინანსებთ 21-დან 65 წლამდე მოქალაქეებს. რაც შეეხება ავტომობილებს, ჩვენს ქვეყანაში პოპულარულია ტოიოტა და ფორდი. ჩვენი მომხმარებლები არიან ის ადამიანებიც, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს, წარსულში ან მიმდინარე, მინიმალური ვადაგადაცილება. ჩვენ ამ ადამიანებსაც ვაძლევთ შანსს, რომ ერთი – გამოისწორონ საკრედიტო ისტორია და მეორე – ჩვენი მეშვეობით აისრულონ ოცნება, სურვილი და შეიძინონ ავტომობილი.

– ახასიათებს თუ არა თქვენს საქმიანობას სეზონურობა? როდის არის განსაკუთრებული მომართვიანობა?

– თავს მივცემ უფლებას, რომ ჩვენს სფეროს საფინანსო ვუწოდო, აქედან გამომდინარე, სეზონურობა ნამდვილად ახასიათებს. ითვლება, რომ ზაფხული ძალიან პასიური პერიოდია, გაზაფხული – პირიქით, თუმცა კონკრეტულად „დიზიზე“ რომ გიპასუხოთ, ჩვენი ავტოლიზინგი აღმოჩნდა, რომ არის სუპერმოთხოვნადი პროდუქტი, მათ შორის ზაფხულშიც. შესაბამისად, იმის თქმა, რომ წლის რომელიმე სეზონზე ნაკლები დატვირთვით ვმუშაობთ, არ იქნება სიმართლე. სტაბილურად მივყვებით ყველანაირ მაჩვენებელს მხოლოდ ზრდისკენ.

წყარო: https://fortuna.ge/manqanis-yidva-ginda-magram-tankha-ar-gyofnis-dizi-dagekhmareba/

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0