ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

როგორ გავიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა ავტომობილის დახმარებით?

ფინანსური სირთულეები ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი გამოწვევაა - განსაკუთრებით მაშინ, როცა სესხის პირობები ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს. თუმცა, თუ თქვენ უკვე გყავთ ავტომობილი, ეს შეიძლება გახდეს თქვენი ფინანსური თავისუფლების გასაღები. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომლითაც მანქანის დახმარებით შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არის ავტო სესხის რეფინანსირება.

თუ ამჟამინდელი სესხი არ არის თქვენთვის ხელსაყრელი, დროა რაიმეს შეცვლაზე იფიქროთ. „დიზი“ გთავაზობთ ახალ ფინანსურ დასაწყისს, ხელმისაწვდომი და საინტერესო პირობებით.

რა არის ავტო სესხის რეფინანსირება?

ავტო სესხის რეფინანსირება გულისხმობს თქვენი უკვე არსებული სესხის შეცვლას უკეთესი პირობებით —გრძელვადიანი დაფარვით ან დამატებითი თანხის მიღებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ინარჩუნებთ ავტომობილს, მაგრამ იღებთ უფრო მოქნილ ფინანსურ შესაძლებლობებს.

თუ სესხის აღების შემდეგ პირობები აღარ გაკმაყოფილებთ, ან გჭირდებათ დამატებითი თანხები, რეფინანსირება სწორედ ის გზაა, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შეამსუბუქებს.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

რატომ ღირს რეფინანსირების განხილვა?

რეფინანსირების მთავარი უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლიათ:

  • მიიღოთ დამატებითი თანხები – სხვა საჭიროებების დასაფარად, იქნება ეს პირადი ხარჯი თუ ახალი ინვესტიცია;
  • გაიმარტივოთ პროცედურები – სესხის გადატანა „დიზიში“ ძალიან სწრაფად და მარტივად ხდება.

როგორ დაგეხმარებათ „დიზი“ რეფინანსირების პროცესში?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტო სესხის პირობები არ არის კარგი, Dizi Leasing გთავაზობთ რეფინანსირების სერვისს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია თქვენს საჭიროებებზე.

პორტირება შესაძლებელია ვადაგადაცილებული ავტო სესხის შემთხვევაშიც

იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე არსებულ სესხზე გაქვთ ვადაგადაცილება, „დიზი“ დაგეხმარებათ სესხის პორტირებაში. თუმცა, ამ შემთხვევაში ვადაგადაცილება არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას.

განაცხადი განიხილება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში

„დიზი“ განიხილავს განაცხადს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, რადგან გვჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს მეორე შანსსა და უკეთეს პირობებს.

„დიზი“ დააფინანსებს თქვენი ავტომობილის ღირებულების 90%-მდე

გჭირდებათ ნაღდი ფული? ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ თქვენი მანქანის მიმდინარე საბაზრო ღირებულების 90%-მდე. ეს შესაძლებლობას გაძლევთ ისესხოთ დამატებითი თანხა, თუ თქვენი მანქანის ღირებულება ამის საშუალებას იძლევა.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

ჩვენთან მოქნილი პირობები დაგხვდებათ

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ გადახდის გრაფიკი, რომელიც თქვენს სურვილებს ყველაზე მეტად შეესაბამება. „დიზი“ დაგეხმარებათ იპოვოთ კომფორტული და მოსახერხებელი გამოსავალი.

ფინანსური პრობლემების მოგვარება ხშირად მოითხოვს სწორ სტრატეგიას, და ავტომობილი ამ პროცესში შეიძლება საუკეთესო რესურსი იყოს. ავტო სესხის რეფინანსირება Dizi Leasing-ის დახმარებით გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ უკეთესი პირობები, შეამციროთ ხარჯები და გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

თუ გსურთ, რომ თქვენი ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება კი არა, არამედ ფინანსური თავისუფლების გზაც გახდეს, სწორედ ახლა არის დრო, რომ ისარგებლოთ „დიზის“ რეფინანსირების სერვისით.

ავტო სესხის რეფინანსირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, 21-დან 65 წლამდე და უკვე აქვს ავტო სესხი სხვა საფინანსო კომპანიაში. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ „დიზის“ ოფისს და შეავსოთ განაცხადი.

„დიზი“ არის სანდო ფინანსური პარტნიორი, რომელსაც კარგად ესმის ფინანსები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. „დიზი“ გთავაზობთ განაცხადის სწრაფად დამტკიცებას, მოქნილ პირობებსა და დაფინანსების მაღალ ლიმიტს. კომპანიის მიზანია დაგეხმაროთ თანხის მიღებაში ზედმეტი პრობლემებისა და გართულებების გარეშე.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0