დღევანდელი ცხოვრება საკმაოდ რიტმულია და ჩვენი მოთხოვნილებები კომფორტის მიმართ მუდმივად იზრდება. ბევრ ადამიანს აღარ ჰყოფნის ყოველდღიური რუტინა - ისინი ეძებენ გზებს, როგორ განავითარონ გზა კომფორტისკენ და საკუთარი მიზნების მიღწევისკენ. თუმცა, ხშირად პირადი გეგმების განხორციელება დიდი ფინანსური რესურსების მობილიზებას მოითხოვს - იქნება ეს მოგზაურობა, სწავლის საფასურის გადახდა, ბინის ქირის დაფარვა თუ სხვა საჭიროება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას გპირდებათ Dizi Leasing-ის უკულიზინგი - სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გზა თანხის მიღებისთვის, თან ავტომობილის ყოველდღიური გამოყენების შენარჩუნებით.

პირადი საჭიროებების დასაფარად თანხა გჭირდება? აირჩიე Dizi-ს უკულიზინგი და მიეცი თავს ფინანსური თავისუფლება
რა არის ლიზინგი?
ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.
მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.
თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.
დაგრჩა შეკითხვები?
დაგვირეკე: (032) 280 00 11
რა არის უკულიზინგი და როგორ მუშაობს?
უკულიზინგი საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ ავტომობილი, რომელიც უკვე თქვენს საკუთრებაშია, როგორც ფინანსური რესურსი. პროცესი მარტივია:
- შეიტანეთ განაცხადი Dizi-ში და წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მანქანის ტექ.პასპორტი.
- კომპანია აფასებს ავტომობილს და განსაზღვრავს მის საბაზრო ღირებულებას.
- თქვენ იღებთ თანხას, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ პირადი ხარჯებისთვის.
- თანხის ეტაპობრივი დაფარვის შემდეგ, ავტომობილი კვლავ სრულად თქვენს საკუთრებაში რჩება.
მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია - განაცხადის შეტანიდან 15 წუთში მიიღებთ საბოლოო პასუხს.
უკულიზინგის მთავარი უპირატესობები
- ფინანსების სწრაფი მიღება - თანხა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად მიიღოთ.
- მინიმალური ბიუროკრატია - არ არის საჭირო რთული პროცედურები ან მრავალი დოკუმენტი.
- ავტომობილის ყოველდღიური გამოყენება -სანამ ფინანსური ვალდებულება სრულად არ დაფარულია, ავტომობილი კვლავ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- გადახდის მოქნილობა - დაფარვის ვადები შესაძლებელია თვეებსა და წლებს შორის მორგებული იყოს თქვენს შესაძლებლობებზე.

როგორ მუშაობს
შეარჩიე ავტომობილი
შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი
შეავსე განაცხადი
შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით
მოდი ფილიალში
მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად
გადმოაფორმე ავტომობილი
გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

ვინ შეიძლება ისარგებლოს უკულიზინგით?
- მოგზაურობის დაფინანსებისთვის
- საცხოვრებლის ქირისა და კომუნალური გადასახადების გადახდისთვის
- სწავლის საფასურის დაფარვისთვის
- სხვა საჭიროებებისთვის
მომსახურება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის, 21–65 წლის ასაკში, რომლებიც ფლობენ ავტომობილს, რომლის ასაკი არ აღემატება 20 წელს.
რატომ უნდა აირჩიოთ Dizi Leasing?
Dizi Leasing გთავაზობთ უკულიზინგის სერვისს სრულიად გამჭვირვალე და უსაფრთხო პირობებში, პროფესიონალური გუნდის მხარდაჭერით. თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ კომფორტს და სიმარტივეს: განაცხადის შევსებიდან 15 წუთში მიიღებთ პასუხს, ავტომობილის გამოყენება კი პროცესის განმავლობაში კვლავ ხელმისაწვდომია.
დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 424 738
ან ეწვიეთ ჩვენს ოფისებს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.
Შეკითხვები
ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?
ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.
ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?
ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.
რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?
დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.
მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?
ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.
რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?
უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.
სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?
მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.
ავტო დაზღვევა სავალდებულოა?
დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.
რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?
შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.