ავტოლიზინგი ხელსაყრელი შეთავაზებაა მათთვის, ვისაც სურს მანქანის შეძენა და არ აქვს საკმარისი თანხა. თუმცა, სანამ სალიზინგო კომპანია მანქანის შეძენაში დაგეხმარებათ, აუცილებელია მისი ღირებულების დეტალურად შეფასება.
რა კრიტერიუმებით ფასდება ავტომობილის ღირებულება?
ავტომობილის საბაზრო ღირებულება სალიზინგო კომპანიისთვის მთავარი ინდიკატორია. სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება რა თანხა დაფინანსდება და რამდენი იქნება საჭირო თანამონაწილეობის სახით.
ავტომობილის შეფასება ხდება რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით:
ავტომობილის მოდელი და გამოშვების წელი
- რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო მაღალია მისი საბაზრო ღირებულება;
- კონკრეტული მოდელის ფასზე გავლენას ახდენს მისი პოპულარობაც ბაზარზე.
გარბენი (კილომეტრაჟი)
- მაღალი გარბენი ავტომობილის ცვეთაზე მიუთითებს;
- ნაკლები გარბენი ხშირად ნიშნავს, რომ მანქანა ნაკლებად არის გამოყენებული და სავარაუდოდ, კარგ მდგომარეობაშია.
ტექნიკური მდგომარეობა
- სალიზინგო კომპანიები მანქანის ვიზუალურ და ტექნიკურ მდგომარეობას ადგილზე ან პარტნიორ სერვისცენტრში ამოწმებენ;
- შემოწმდება ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სამუხრუჭე სისტემა, საბურავები და სხვა ძირითადი კომპონენტები.
აღსანიშნავია, რომ „დიზი“ წინასწარ ტექნიკურ დათვალიერებას არ ითხოვს. მანქანის ტექნიკური შემოწმება ხდება მხოლოდ შესაძლო რისკების არსებობის შემთხვევაში.
ავტოსარგებლობის ისტორია
- მნიშვნელოვანია, მოხვედრილა თუ არა მანქანა წარსულში ავარიაში;
- თუ ავტომობილი რეგულარულად გადიოდა ტექნიკურ მომსახურებას, ეს მის ღირებულებას ზრდის.
ფასები ბაზარზე
- სალიზინგო კომპანია აანალიზებს მსგავსი ავტომობილების ფასს ბაზარზე, რათა დაადგინოს რეალური საბაზრო ფასი;
- გამოიყენება დამოუკიდებელი პლატფორმების და სპეციალიზებული ბაზების მონაცემებიც.