ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

რა განსხვავებაა ლიზინგსა და ავტო სესხს შორის – და როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი ვარიანტი?

ავტომობილის შეძენა არ ნიშნავს მხოლოდ კონკრეტული მოდელის არჩევას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც წინასწარ დიდი თანხის გადახდა არ გსურთ. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევანი ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის გაკეთდეს.

ორივე მათგანს თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ არჩევანი უნდა დაეყრდნოს თქვენს საჭიროებებსა და გეგმებს. სწორედ ამიტომ, დეტალურად განვიხილოთ რით განსხვავდება ეს ორი ერთმანეთისგან და რატომ შეიძლება ავტო ლიზინგი თქვენთვის უფრო შესაბამისი ვარიანტი აღმოჩნდეს.

ლიზინგი თუ ავტო სესხი – რა არის მთავარი განსხვავებები?

სესხი, როგორც წესი, მოითხოვს მეტი საბუთის წარდგენას, დიდ დროსა და პირველადი შენატანის გადახდას. ლიზინგი კი ბევრად მოქნილია – მარტივი განაცხადით და პროცედურებით.

ავტო სესხის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს თანხას ბანკიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან და ავტომობილს ყიდულობს ამ თანხით. ეს პროცესიც თავისი წესებითაა გამართული – საჭირო ხდება თავდაპირველი შენატანის გადახდა, დეტალური დოკუმენტაცია, გარკვეული ბიუროკრატიული ეტაპების გავლა და პროცედურა ზოგჯერ დროში გაწელილია.

გარდა ამისა, ავტო სესხის შემთხვევაში მანქანა თავიდანვე გადმოდის მყიდველის საკუთრებაში. ეს ნიშნავს, რომ ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაძლევთ სესხს კონკრეტული ავტომობილის შესაძენად, თუმცა თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი მის რეგისტრაციაზე, მომსახურებაზე და სხვა დეტალებზე.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

ლიზინგი – მარტივი, სწრაფი და მოქნილი გამოსავალი

ლიზინგი ბევრად მოქნილი და მარტივი გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც სურს, მაქსიმალურად შეიმსუბუქოს ავტომობილის დაფინანსების პროცესი. აქ ავტომობილი ფიქსირებულ გადასახადებად იღება, ვადაზე მორგებული გრაფიკით. ლიზინგის ერთ-ერთი მთავარი პლუსი სწორედ სისწრაფე და სიმარტივეა – განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ და პასუხის მიღება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. ხშირად არ მოითხოვება დიდი წინასწარი შენატანი და არც ხანგრძლივი პროცედურებია საჭირო.

რომელია უკეთესი? - ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე

თუ მარტივ, სწრაფ და მოქნილ გზას ეძებთ, მაშინ ლიზინგი ნამდვილად ღირს განსახილველად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტოლიზინგს გთავაზობთ „დიზი“ კომპანია, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს უყურადღებოდ არასდროს ტოვებს.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

რატომ სალიზინგო კომპანია „დიზი“?

კომპანიის რეპუტაცია ხშირად თავად საუბრობს მის საიმედოობასა და მომსახურების ხარისხზე. მოძებნეთ ავტოსალიზინგო კომპანიები დადებითი მიმოხილვების მიხედვით. კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია მოღვაწეობენ ინდუსტრიაში, უფრო უკეთ უზრუნველყოფენ სათანადო და ხარისხიან მომსახურებას.

ლიზინგის პირობების მოქნილობა საშუალებას გაძლევთ მოარგოთ ხელშეკრულება თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს. ამიტომ, მოძებნეთ კომპანიები, რომლებიც თქვენთვის მისაღებ პირობებს გთავაზობენ.

ავტოლიზინგით სარგებლობამდე სწორი სალიზინგო კომპანიის შერჩევა მოიცავს მრავალი ფაქტორის გულდასმით გათვალისწინებას, მათ შორის რეპუტაციის, გამჭვირვალობის, მოქნილობის, მომხმარებელთა მომსახურების და იჯარის პირობების საფუძვლიანად გაგებას.

„დიზიში“ თითოეული პროცედურა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დაიზოგოს თქვენი დრო და რესურსი. ჩვენს ფილიალში მოსვლისა და განაცხადის შევსების შემდეგ, პასუხის მიღებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება და რაც მთავარია, განაცხადი განიხილება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.

დღეს ლიზინგი უკვე მხოლოდ ალტერნატივა აღარ არის – ის მრავალი მომხმარებლისთვის მთავარი არჩევანი ხდება. არჩევანი, რომელიც აერთიანებს ფინანსურ მოქნილობას, და დროის დაზოგვას. ხოლო როცა საქმე ეხება ამ ყველაფრის რეალურად განხორციელებას, „დიზი“ არის ის კომპანია, რომელსაც ნდობა უკვე ათასობით ადამიანმა გამოუცხადა.

კომპანია მოკლე ვადაში გახდა ერთ-ერთი წამყვანი სალიზინგო კომპანია და სარგებლობს მომხმარებლების განსაკუთრებული ნდობით. ჩვენი მიზანია, საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დახმარებით გავუწიოთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც დაეყრდნობა ადამიანურ ღირებულებებსა და გულახდილობის პრინციპებს.

შესაბამისად, თუ თქვენ ავტოლიზინგით სარგებლობა გსურთ, შეგიძლიათ არჩევანი „დიზიზე“ შეაჩეროთ, რომელიც ავტომობილის შეძენის პროცესში თქვენი სანდო და საიმედო პარტნიორი გახდება.

ასე რომ, დღეს ლიზინგი მხოლოდ დროებითი გამოსავალი აღარ არის – ის ნორმალურ, მარტივ და ჭკვიანურ ფინანსურ არჩევანად იქცა ბევრისთვის.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0