ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

სალიზინგო კომპანიების პირობები

სალიზინგო კომპანია დიზი


Dizi Leasing – სანდო და მოსახერხებელი სალიზინგო კომპანია. რომელიც სთავაზობს კლიენტებს უკულიზინგის სანაცვლოდ თანხის გაცემას. თუ თქვენ ფლობთ მანქანას და სასწრაფოდ გესაჭიროებათ თანხა და ამასთანავე არ გეგმავთ მანქანის გაყიდვას, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში.

ამისათვის საჭიროა ონლაინ განაცხადის შევსება კომპანიის საიტზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე, მიიღოთ მენეჯერის წინასწარი თანხმობა, რის შემდეგაც მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და მოიყვანოთ ავტომობილი. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ტექ. პასპორტი. მანქანის დათვალიერების და თანხის დამტკიცების შემდეგ, გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა აუცილებელი პირობა, როგორებიც არის: პერიოდი და გრაფიკის დაფარვის ფორმატი. ამის შემდეგ თქვენ დაყოვნების გარეშე მიიღებთ თანხას.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

უკულიზინგი Dizi Leasing-ში

არ იცით სად და როგორ მიიღოთ უკულიზინგით თანხა? ამაში სალიზინგო კომპანია დიზი ლიზინგი დაგეხმარება. ჩვენი ფილიალები მდებარეობს თბილისა და რუსთავში.

თანხის მიღება საკუთარი ავტომობილის უკულიზინგით მარტივი და რეალურია. ამ ყველაფერში დიზი ლიზინგი დაგეხმარება. ამისათვის საჭიროა წამოადგინოთ მანქანის ტექ პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამასთანავე ჩვენ არ ვითხოვთ უკულიზინგით გაცემული თანხის მიზნობირიობის დადასტურებას.

თანხის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში ან რაიონში ცხოვრობთ, მთავარია ფლობდეთ ავტომობილს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ჩვენს საიტზე, ტელეფონით, ან ქალაქ თბილისში და რუსთავში განთავსებულ ფილიალებში ვიზიტის დროს.

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ახლავე, და ჩვენ ჩაგინიშნავთ შეხვედრას თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალში განაცხადის განსახილველად.


როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

სალიზინგო კომპანიები

სალიზინგო კომპანიები ხშირად ეხმარებიან ავტომობილების მფლობელებს, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ თანხა. სწორედ ასეთი კომპანიაა სალიზინგო კომპანია Dizi. ავტომობილი ფორმდება კომპანიის სახელზე, შეთანხმებულ თანხას კი ვრიცხავთ კლიენტის ანგარიშზე ხელშეკრულების გაფორმებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.

დასაფინანსებელი თანხა განისაზღვრება ავტომობილის ბრენდის, ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით. დასაფინანსებელი თანხის და დაფარვის პირობების დასადგენად საჭიროა პირადად ეწვიოთ ჩვენს ოფისებს, სადაც შეავსებთ განაცხადს და მოხდება ავტომობილის შეფასება.

დაგვიკავშირდით ნომერიზე (032) 242 20 85 ნებისმიერ დროს. შემდეგ კი გელოდებით ჩვენს ოფისში პირადობის მოწმობით და ავტომობილის ტექ. პასპორტით, რათა გავაფორმოთ ხელშეკრულება.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო 100.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2006 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0