ბევრ ჩვენგანს სახლში ავტომობილი ყავს, რომელსაც დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი ვიყენებთ - დანარჩენ დროს კი ის უბრალოდ ადგილს იკავებს. მაგრამ რა მოხდებოდა თუ ეს მანქანა თქვენთვის ფულს გამოიმუშავებდა, მაშინ როცა თქვენ მას არ იყენებთ? სწორედ ეს არის უკულიზინგის იდეა.
რა არის უკულიზინგი?
უკულიზინგი არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი ავტომობილი გამოიყენოთ როგორც ფინანსური ინსტრუმენტი - მანქანა კვლავ თქვენთან რჩება, თქვენ კი იღებთ თანხას მის ღირებულებაზე დაყრდნობით. ეს არც გაყიდვაა და არც ჩვეულებრივი იჯარა - ეს ორი სამყაროს საუკეთესო კომბინაციაა: ავტომობილი შენია, ფული კი - ხელმისაწვდომი./p>


