ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ავტო ლიზინგის პროცესში - როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან?

ავტომობილის ლიზინგი არ არის მხოლოდ მანქანის არჩევა და თვიური გადასახადის გადახდა — ეს ბევრად უფრო სტრატეგიული პროცესია, რომელიც სწორად დაგეგმვას და ინფორმაციაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ბევრი მომხმარებელი თავიდან უშვებს შეცდომებს, რაც მომავალში ფინანსურ სირთულეებად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და აგიხსნით, როგორ უნდა მოემზადოთ ავტო ლიზინგისთვის ისე, რომ ეს პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად სასარგებლო გახდეს.

რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომები ავტო ლიზინგის პროცესში? მანქანის არასწორად შერჩევა

ბევრი მომხმარებელი არჩევს მანქანას ემოციური ფაქტორების საფუძველზე – როგორ გამოიყურება, რა ფერია ან რამდენად პოპულარულია სოციალურ მედიაში. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ მანქანა არ შეესაბამება მათ საჭიროებებს ან ბიუჯეტს.

  • განსაზღვრეთ, რა არის თქვენი მთავარი საჭიროება — ქალაქისთვის კომფორტული პატარა მანქანა, თუ დიდი მოდელი, მაგალითად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
  • გაითვალისწინეთ საწვავის ხარჯი, ტექნიკური მომსახურება და გავლილი კილომეტრების რაოდენობა.

ბიუჯეტის არასწორად შეფასება

ზოგჯერ მომხმარებელი მხოლოდ თვიურ გადასახადს ითვალისწინებს და ავიწყდება სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები — მაგალითად, დაზღვევა, რეგისტრაცია, საწვავი ან შესაძლო ტექნიკური ხარჯები.

  • შექმენით დეტალური ბიუჯეტი, სადაც გაითვალისწინებთ არა მხოლოდ ლიზინგის გადასახადს, არამედ ყველა დამატებით ხარჯს.
  • შეამოწმეთ თქვენი შემოსავალი და ხარჯები, რომ დარწმუნდეთ: ეს ვალდებულება რეალურია და შეესაბამება თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

მხოლოდ დაბალ თვიურ გადასახადზე ორიენტირება

დაბალი თვიური გადასახადი ხშირად ნიშნავს უფრო გრძელვადიან ხელშეკრულებას. საბოლოო ჯამში, შეიძლება გადახდილი თანხა მანქანის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტი იყოს.

ხელშეკრულების დეტალების ზედმიწევნით არ წაკითხვა

ზოგი მომხმარებელი სიხარულით აწერს ხელს ხელშეკრულებას, რომელიც საერთოდ არ წაუკითხავს. მოგვიანებით კი ბევრი სირთულე იჩენს თავს.

  • ყოველთვის წაიკითხეთ ხელშეკრულება დეტალურად და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვეთ განმარტებები.
  • ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, როგორიცაა მაგალითად ხელშეკრულების გაწყვეტის პირობები.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

როგორ მოვემზადოთ ავტო ლიზინგისთვის სწორად?

შეისწავლეთ ბაზარი - გადახედეთ ლიზინგისთვის ხელმისაწვდომ ავტომობილებს, ფასებს და პოპულარულ მოდელებს.

დაგეგმეთ ბიუჯეტი - განსაზღვრეთ, რამდენი შეგიძლიათ გადაიხადოთ თვეში.

მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები - როგორც წესი, საჭიროა პირადობის მოწმობა, მანქანის ტექ.პასპორტი და სხვა.

ისარგებლეთ კონსულტაციით - სალიზინგო კომპანიის წარმომადგენელთან კონსულტაცია დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში.

გაითვალისწინეთ პერსონალური საჭიროებები - შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას მოერგება.

შეამოწმეთ ლიზინგის პირობები დეტალურად - ყურადღება მიაქციეთ კონტრაქტის ვადას, სადაზღვევო პირობებსა და შესაძლო ჯარიმებს.

რატომ არის დიზი კარგი არჩევანი, თუ ავტო ლიზინგით სარგებლობა გსურთ?

დღეს ბაზარზე უამრავი სალიზინგო კომპანიაა, თუმცა დიზი გამოირჩევა გამჭვირვალე პირობებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ კლიენტს მივაწოდოთ არა უბრალოდ ფინანსური სერვისი, არამედ რეალური მხარდაჭერა ავტომობილის არჩევიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

სწრაფი და მარტივი პროცესი

დიზიში ყველაფერი გასაგებად და მარტივადაა ახსნილი. არც რთული ბიუროკრატია და არც დაფარული პირობები. პროცესი ისეა აწყობილი, რომ საბოლოო პასუხის მისაღებად განცხადების შევსებიდან მხოლოდ 15 წუთია საჭირო.

ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული მომხმარებლის საჭიროება განსხვავებულია — სწორედ ამიტომ, ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ ინდივიდუალური ბიუჯეტისა და მიზნების შესაბამისად მორგებული ლიზინგის პირობების შეთავაზება.

მრავალფეროვანი არჩევანი

დიზი ლიზინგთან თანამშრომლობით ხელმისაწვდომია როგორც ეკონომ კლასის, ისე პრემიუმ ავტომობილები. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილი საიმედო მდგომარეობაში.

დროული მხარდაჭერა

ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას და დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერ საკითხში — იქნება ეს ლიზინგის პროცესის დაწყება, ხელშეკრულების გაფორმება თუ სხვა საჭიროება.

მოქნილი პირობები

ლიზინგის ვადა, პირველადი შენატანის ოდენობა და თვიური გადასახადი შესაძლებელია ისე შევადგინოთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს თქვენთვის.

გადადგი ნაბიჯი, დაგეგმე ბიუჯეტი და აირჩიე შენი მომავალი ავტომობილი ჩვენთან ერთად!

ავტო ლიზინგი შესაძლოა იყოს იდეალური გამოსავალი მათთვის, ვისაც ახალი მანქანის შეძენა სურს ეტაპობრივად. თუმცა, ამ პროცესში სიფრთხილე და გააზრებული გადაწყვეტილებები გადამწყვეტ როლს ასრულებს. მომზადება და გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდება დაგეხმარებათ, რომ ლიზინგი იყოს არა რთული და დამღლელი, არამედ კომფორტული გზა თქვენი ოცნების მანქანამდე მისასვლელად.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0