ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

ავტომობილის განბაჟება ფინანსური სტრესის გარეშე

ახალი ავტომობილის ჩამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია, თუმცა ამ სიხარულს ხშირად თან ახლავს ერთი დიდი თავსატეხი - განბაჟება.

შესაძლოა მოხდეს ასეც - რომ ავტომობილი უკვე ჩამოვიდა და განბაჟება ესაჭიროება, მაგრამ ლოდინის პერიოდში გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოგიჩნდა და განბაჟებისთვის საჭირო თანხა ხელზე არ გაქვს. ერთი შეხედვით, ეს სიტუაცია საკმაოდ სტრესული ჩანს, მაგრამ არა მაშინ, როცა შენს გვერდით “დიზი ლიზინგია”!

მაგრამ იქამდე, სანამ გეტყვით, როგორ მოგიგვარებთ ამ პრობლემას, ცოტა განბაჟებაზეც ვისაუბროთ:

განბაჟება

არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული ფორმალობა, ეს აუცილებელი პროცესი და შესაბამისად - ხარჯია, რომლის ოდენობაც სხვადასხვა დეტალზეა დამოკიდებული. ავტომობილის წლოვანება, ძრავის მოცულობა, ტიპი (ჰიბრიდია, ელექტრო თუ სტანდარტული შიდა წვის ძრავი) ეს ყველაფერი საბოლოო თანხას ცვლის. ხშირად, ზუსტი საფასურის წინასწარ გათვლა რთულია და ფაქტის წინაშე დგები: თანხა ახლავეა საჭირო.

თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ვადები: თუ საქართველოს მოქალაქე ხარ, მანქანის გაფორმებისთვის 60 დღე გაქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი 90 დღე ეძლევათ. ამ ვადის გადაცილება კი სოლიდურ ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებს, რაც დამატებითი და სრულიად ზედმეტი ხარჯია.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემას „დიზიში“?

ჩვენთან ყველაფერი მარტივადაა და შეგიძლია აღარ იფიქრო სასწრაფოდ თანხის სესხებაზე მეგობრისგან და აღარ დაელოდო ბანკის რთულ პროცედურებს სესხის ასაღებად:

„დიზი“ სრულად, 100%-ით ფარავს განბაჟების ღირებულებას.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავიხდით საჭირო თანხას, შენ კი მანქანას გაიყვან და უპრობლემოდ დაიწყებ სარგებლობას. გადახდას კი დაიწყებ მოგვიანებით, ყოველთვიური გრაფიკით, რომელიც შენს შესაძლებლობებზე იქნება მორგებული და შენს მიერ შერჩეული. ჩვენი მიზანია, რომ ავტომობილის განბაჟების პროცესი შენთვის არა ფინანსურ ტვირთად, არამედ სასიამოვნო პროცესად იქცეს.

რატომ ირჩევენ მძღოლები ჩვენს სერვისს?

იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის დროის ფასი:

  • “დიზიში” არ გჭირდება კვირობაოთ ლოდინი და საბუთების დასტის შეგროვება;
  • არ გიწევს გადაიხადო განბაჟების თანხა ერთბაშად, არამედ ანაწილებ მას გონივრულად;
  • მოდიხარ ფილიალში და რამდენიმე წუთში აგვარებ საკითხს, რომელიც მანამდე გადაუჭრელ პრობლემად წარმოგედგინა.

ასე რომ, თუ შენი ავტომობილის განბაჟების საკითხი გაღელვებს, ნუ დაკარგავ დროს და ნუ გადაიხდი ჯარიმებს.

მოდი “დიზიში”, ან დაგვიკავშირდი: 032 2 424 738

“დიზის” ფილიალებ დაგხვდება თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0