ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

ავტომობილი, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი: კაპიტალის მართვის სტრატეგიული მიდგომა

თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში მატერიალური აქტივების მართვა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების, ისე კომპანიების ფინანსურ სტაბილურობაზე. ხშირ შემთხვევაში ავტომობილი აღიქმება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებად, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ის წარმოადგენს სერიოზულ კაპიტალს. იმის მიუხედავად, რომ მანქანის ფლობა ფინანსურად მიმზიდველია, მაინც არ არის ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილება ფული ასეთ ნივთში გაყინო — მით უმეტეს, როცა ბაზარი სწრაფ რეაგირებას და მოქნილობას ითხოვს.

ამ შემთხვევაში სტრატეგიულია ავტო-რეფინანსირებისა და უკულიზინგის შესაძლებლობა. ამ ინსტრუმენტებით შეგიძლია მანქანა ქაღალდზე არამარტო აქტივად, არამედ რეალურ ლიკვიდურ ფინანსურ რესურსად აქციო. ეს განსაკუთრებით მაშინ დაგეხმარება, როცა ბიზნესს სწრაფი ფული სჭირდება ან მოულოდნელი ვალდებულებები გაჩნდა და სხვა გზა უბრალოდ არ არის. ბანკებთან საქმე ყოველთვის რთულადაა. ბიუროკრატია, ხანგრძლივი პროცედურები, ამოწმებენ შემოსავლებს, ითვლიან საკრედიტო ისტორიას, პასუხი კი შეიძლება დიდხანს ვერ მიიღო. ასეთ დროს, ბევრი იძულებულია აქტივი იაფად გაყიდოს, რომ სწრაფად მიიღოს საჭირო თანხა. მაგრამ არსებობს ალტერნატივა — შეგიძლია ნივთი შენს სახელზე დარჩეს და თან ფულიც მიიღო.

  „დიზის“ სალიზინგო მოდელი გაძლევთ საშუალებას, რომ თავი დააღწიოთ მსგავს პრობლემბს, მიუხედავად იმისა, როგორი ფინანსური წარსული გაქვს. ეს მიდგომა ყველაფერს ამარტივებს: პროცესი სწრაფია, პირობები — გამჭვირვალე. ასეთ პირობებში გაცილებით უფრო მარტივად შეგიძლია ორიენტირდე და საჭირო რესურსი დროულად მიიღო.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემას „დიზიში“?

კომპანია „დიზი“ უზრუნველყოფს დაფინანსების პროცესის სრულ ოპტიმიზაციას. მომსახურება არ ითვალისწინებს შემოსავლის დადასტურებას, სამუშაო ადგილიდან ცნობების წარდგენას ან საკრედიტო ისტორიის სიღრმისეულ შესწავლას.

დაფინანსების მისაღებად აუცილებელი კრიტერიუმებია:

• საქართველოს მოქალაქეობა (ასაკობრივი ზღვარი: 21-დან 65 წლამდე);

• ავტომობილის წლოვანება, რომელიც არ აღემატება 20 წელს.

პროცედურული ეტაპები მოიცავს სამ ძირითად ასპექტს:

1. დისტანციური განაცხადი: საწყის ეტაპზე ხორციელდება ონლაინ განაცხადის რეგისტრაცია, რის შემდეგაც საკონტაქტო ცენტრის წარმომადგენელი ახორციელებს კომუნიკაციას დეტალების დასაზუსტებლად.

2. დოკუმენტური და ფიზიკური ინსპექტირება: ფილიალში ვიზიტისას წარსადგენია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. კომპანიის ექსპერტები ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალების ობიექტურ შეფასებას ადგილზე.

3. დაფინანსების გაცემა: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ავტომობილი რჩება მფლობელის ფიზიკურ სარგებლობაში, ხოლო ფინანსური რესურსი აისახება პირად ანგარიშზე 5-10 წუთის ინტერვალში.

ვალდებულების სრულად დაფარვის შემთხვევაში, ავტომობილზე საკუთრების უფლება ყოველგვარი შეფერხების გარეშე უბრუნდება მესაკუთრეს. მოცემული მოდელი საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს ფინანსური დამოუკიდებლობა და თავიდან იქნას აცილებული აქტივის იძულებითი გაყიდვა.


ასე რომ, თუ შენი ავტომობილის განბაჟების საკითხი გაღელვებს, ნუ დაკარგავ დროს და ნუ გადაიხდი ჯარიმებს.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 424 738

„დიზის“ ფილიალების ქსელი მოიცავს: თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ბათუმს.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0