ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

რატომ არის "ნაღდი ფულით ყიდვა ყოველთვის უკეთესია" უდიდესი ფინანსური მითი?

ხშირად გვესმის ფრაზა: „თუ საშუალება გაქვს, ყველაფერი ნაღდი ფულით იყიდე.“ თუმცა, რეალურად, საუკეთესო გადაწყვეტილება ყოველთვის დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და მიზნებზე. ზოგ შემთხვევაში, თანხის სრულად გადახდა არანაკლებ რისკიანია, ვიდრე მისი ეტაპობრივად დაფარვა.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

დანაზოგის სრულად დახარჯვა ყოველთვის გონივრული არ არის

თუ ავტომობილის შესაძენად მთელ დანაზოგს გამოიყენებთ, შესაძლოა, მოულოდნელი ხარჯებისთვის ფინანსური რეზერვი აღარ დაგრჩეთ.

ფულადი ნაკადის მართვა მნიშვნელოვანია

ბევრისთვის უფრო კომფორტულია ხარჯების წინასწარ დაგეგმვა და თანხის ეტაპობრივად გადახდა, ვიდრე ერთჯერადად დიდი თანხის გაღება.

ლიზინგი შეიძლება იყოს ფინანსურად მოქნილი გადაწყვეტილება

თუ ავტომობილის შეძენას გეგმავთ, ლიზინგი გაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნოთ დანაზოგის ნაწილი და პარალელურად ისარგებლოთ სასურველი ავტომობილით. მთავარია, წინასწარ შეაფასოთ პირობები და დარწმუნდეთ, რომ ყოველთვიური გადასახადი თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება.

მთავარი არა გადახდის ფორმაა, არამედ სწორი არჩევანი

ფინანსურად სწორი გადაწყვეტილება ისაა, რომელიც თქვენს შემოსავალს, ხარჯებსა და მიზნებს შეესაბამება. ზოგ შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორება საუკეთესო გამოსავალია, ზოგ შემთხვევაში კი ლიზინგი ან სხვა დაფინანსების ფორმა.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

ნაღდი ფულით ყიდვა ყოველთვის საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილება არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ის გზა, რომელიც თქვენს შემოსავალს, ხარჯებსა და ფინანსურ მიზნებს შეესაბამება. ზოგ შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორება ყველაზე მომგებიანი არჩევანია, თუმცა არის სიტუაციებიც, როდესაც ლიზინგი უფრო გონივრული გამოსავალია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გსურთ შეინარჩუნოთ დანაზოგი, თავიდან აიცილოთ დიდი ერთჯერადი ხარჯი და ბიუჯეტი ეფექტურად მართოთ.

საბოლოოდ, კარგი ფინანსური გადაწყვეტილება არ ნიშნავს მხოლოდ ნაკლების გადახდას, ის ნიშნავს საკუთარი რესურსების სწორად განაწილებას, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და ისეთი არჩევანის გაკეთებას, რომელიც დღესაც და მომავალშიც თქვენს ინტერესებს საუკეთესოდ ემსახურება.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო 100.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2006 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0