ბევრი ადამიანი ოცნებობს საკუთარი ავტომობილის შეძენაზე - კომფორტზე, მოგზაურობაზე და იმ განცდაზე, როცა საჭესთან ზიხარ და გზას თავად აკონტროლებ. თუმცა პირველივე აზრი, რომელიც ჩნდება, ხშირად ერთია -“როგორ გადავიხადო ასეთი თანხა ერთიანად?”
სინამდვილეში, თანამედროვე ფინანსური შესაძლებლობები ამ კითხვაზე გაცილებით მარტივ პასუხს გვაძლევს. დღეს ავტომობილის შეძენა აღარ ნიშნავს უზარმაზარ დანაზოგს ან ერთიანად გადახდას. სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს ლიზინგის სისტემა, რომელიც გეხმარება უკვე ახლა დაიწყო მანქანის მართვა და თანდათანობით დაფარო მისი ღირებულება.
Dizi Leasing სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული — მარტივ და გონივრულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს შენს კომფორტს და ფინანსურ სტაბილურობას.
ეს არის სისტემა, სადაც დიდი თანხის ერთიანად გადახდა საერთოდ აღარ არის საჭირო. შენ ირჩევ სასურველ ავტომობილს, ხოლო დიზი ზრუნავს დანარჩენზე — დაფინანსებაზე, გადახდის მოქნილ გრაფიკზე და იმაზე, რომ პროცესი იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და მაქსიმალურად მარტივი.


