ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

შეიძინე ოცნების ავტომობილი „დიზის“ ავტოლიზინგის დახმარებით

ალბათ ბევრჯერ ყოფილხართ სიტუაციაში, როდესაც სოციალურ ქსელში ან ავტოსაიტზე იხილავთ ავტომობილს, რომელიც ძალიან მოგწონთ, თუმცა მის შესაძენად საჭირო თანხა არ გაქვთ. შედეგად, შესაძლოა წლები გაატაროთ ლოდინში, დანაზოგის შეგროვებაში და ასე შემდეგ.

სწორედ ამ დროს გთავაზობთ „დიზი“ გამოსავალს. ავტოლიზინგის დახმარებით შეძლებთ მართოთ თქვენი ოცნების ავტომობილი ისე, რომ თანხის ერთიანად გადახდა არ მოგიწიოთ, ეს ყველაფერი კი სწრაფი და მარტივი პროცედურების გავლით მოხდეს.

რა არის ავტოლიზინგი?

ავტოლიზინგი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ავტომობილი ახლავე და გადახდა ეტაპობრივად დაიწყოთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული გრაფიკით. ავტოლიზინგის პრინციპი საკმაოდ მარტივია:

  • ირჩევთ მანქანას - არჩევანი სრულიად თქვენზეა, თუმცა მისი წლოვანება 20 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
  • მოდიხართ ფილიალში - ეს საჭიროა იმისთვის, რომ შევძლოთ ავტომობილის ღირებულების შეფასება და მისი 90%-მდე დაფინანსება. პროცესი ძალიან სწრაფი და კომფორტულია.
  • აფორმებთ ხელშეკრულებას - ამაში ჩვენი პროფესიონალი გუნდი დაგეხმარებათ.
  • იწყებთ ავტომობილის მართვას - თანხის გადახდას კი აგრძელებთ ყოველთვიური გრაფიკით.
  • ეს ნიშნავს, რომ არ გიწევთ წლების განმავლობაში ფულის შეგროვება, რათა მანქანის მფლობელი გახდეთ. 

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

რატომ არის ავტოლიზინგი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური არჩევანი?

დღევანდელი ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია. დრო და კომფორტი ისეთივე ღირებულია, როგორც ფული. ბევრი ახალგაზრდა და ოჯახი ვერ ბედავს ავტომობილის შეძენას მხოლოდ იმიტომ, რომ თანხა ერთიანად არ აქვს. თუმცა მათთვის მანქანა აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ავტოლიზინგი ამ საკითხებს მარტივად აგვარებს:

  • დაზოგავთ დროს - მანქანას იყიდით მაშინვე, როდესაც დაგჭირდებათ;
  • გადაანაწილებთ ბიუჯეტს - შეძლებთ რომ თანხა დაყოთ და ერთიანად არ გადაიხადოთ.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

რატომ უნდა აირჩიოთ „დიზის“ ავტოლიზინგი?

ბაზარზე შეიძლება ბევრ შეთავაზებას გადააწყდეთ, მაგრამ „დიზი“ გამოირჩევა მოქნილი პირობებით, ავტომობილის ღირებულების მაქსიმალური დაფინანსებით და სწრაფი და გამარტივებული პროცედურებით.

  • სწრაფი პროცესი — განაცხადის შევსებიდან ავტომობილის მართვამდე მინიმალური დრო გჭირდებათ, საბოლოო პასუხს მხოლოდ 15 წუთში მიიღებთ;
  • მინიმალური წინასწარი შენატანი — არ გიწევთ დიდი თანხის ჩადება დასაწყისშივე;
  • მოქნილი გადახდის გრაფიკი — გადახდის ვადა და თანხა თქვენზეა მორგებული;
  • გამჭვირვალე პირობები — იცით, რისთვის იხდით და როდის;
  • სანდო პარტნიორობა — „დიზი“ არა მხოლოდ ფინანსურ სერვისს გთავაზობთ, არამედ თქვენ გვერდით დგას მთელი პროცესის განმავლობაში;

ფული არ უნდა იყოს ბარიერი თქვენი ოცნების ავტომობილის გზაზე. „დიზის“ ავტოლიზინგი გაძლევთ საშუალებას, მართოთ მანქანა, რომელიც ნამდვილად მოგწონთ, და თან ფინანსური წნეხი არ იგრძნოთ.

ამ მომსახურების არჩევისას, თქვენ ზოგავთ დროს, არ გჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება, შემოსავლის დადასტურება, ან თანამსესხებლის მოყვანა, გადაწყვეტილებასაც სწრაფად იგებთ.

სალიზინგო კომპანიასთან თანამშრომლობისას, თქვენ უბრალოდ აფორმებთ ხელშეკრულებას, შემოგაქვთ მინიმალური თანამონაწილეობის თანხა და თქვენ უკვე შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი. პროცედურის დასრულება საჭიროებს მხოლოდ რამოდენიმე საათს.

ლიზინგით ავტომობილის შეძენას, მატერიალური სარგებლის რამდენიმე ასპექტი გააჩნია. პირველი: მინიმალური პირველადი შენატანი (თანამონაწილეობა)- მაშინაც კი როდესაც თქვენ გაქვთ მინიმალური დანაზოგი, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აარჩიოთ მაღალი კლასის ავტომობილი. მეორე, სალიზინგო კომპანიის თანამშრომელთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეათანხმოთ ინდივიდუალური, თქვენ შემოსავალზე მორგებული გრაფიკი ისე, რომ ყოველთვიური შენატანის გადახდა მარტივად შეძლოთ.

თუ თქვენც გინდათ მეტი თავისუფლება, დროის ეფექტურად გამოყენება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - დღესვე გადადგით პირველი ნაბიჯი. შესაძლოა, რამდენიმე დღეში უკვე მართავდეთ თქვენი ოცნების ავტომობილს.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0