დღეს, როცა ცხოვრება უფრო სწრაფი ტემპით მიდის, დროის დაზოგვა თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელი გახდა. ავტომობილის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ბევრისთვის ეს პროცესი დაკავშირებულია ხანგრძლივ ბიუროკრატიასა და ზედმეტ პროცედურებთან.
ავტოსალიზინგო კომპანია „დიზი“ გთავაზობთ შესაძლებლობას, რომ თქვენი ახალი მანქანა მხოლოდ 15 წუთში გახდეს თქვენი საკუთრება — მინიმალური დოკუმენტებით, გამჭვირვალე პირობებით და მაქსიმალური კომფორტით.
რატომ არის ავტოლიზინგის პროცესის სისწრაფე ასეთი მნიშვნელოვანი?
ავტოლიზინგი უკვე დიდი ხანია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გზას ავტომობილის შესაძენად, განსაკუთრებით მაშინ, როცა თანხის ერთიანად გადახდა არ არის კომფორტული. მაგრამ როცა პროცესი ძალიან იწელება, ამან შეიძლება:
- გამოიწვიოს დროის დაკარგვა - თუ ავტოლიზინგის პროცესი ძალიან გაჭიანურდა (მაგ., საბუთების შეგროვება, საბოლოო პასუხის მიღება...) შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე დაგეკარგოთ.
- გაზარდოს დამატებითი ხარჯები (მაგ: დოკუმენტაციის ხელახლა დამზადება და სხვ.)
- გამოიწვიოს გაურკვევლობა - როცა პროცესი ნელა მიმდინარეობს, არ იცით ზუსტად როდის დაგიმტკიცებენ განაცხადს, როდის შეძლებთ ავტომობილის მართვას და ა.შ.
„დიზი“ ამ პრობლემას თავიდანვე აგვარებს — ჩვენი ლიზინგის პროცედურები ისეა გაწერილი, რომ მომხმარებელმა შეძლოს ავტომობილის შეძენა სწრაფად და უპრობლემოდ.


