ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

ავტოლიზინგი - ეს მარტივია

ავტოლიზინგი - სწრაფი გზა ავტომობილის შესაძენად

როდესაც გსურთ ავტომობილის სასწრაფოდ შეძენა, მაგრამ ამისთვის არ გაქვთ საკმარისი თანხა, ამ შემთხვევაში უნდა განიხილოთ დაფინანსების ალტერნატივები. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და რაც მთავარია სწრაფი გზა არის ავტო ლიზინგი ფიზიკური პირებისთვის.

ამ მომსახურების არჩევისას, თქვენ ზოგავთ დროს. თქვენ არ გჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება, შემოსავლის დადასტურება, ან თანამსესხებლის მოყვანა, გადაწყვეტილებასაც სწრაფად იგებთ ბანკებისგან განსხვავეით.

სალიზინგო კომპანიასთან თანამშრომლობისას, თქვენ უბრალოდ აფორმებთ ხელშეკრულებას, შემოგაქვთ მინიმალური თანამონაწილეობის თანხა და თქვენ უკვე შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი. პროცედურის დასრულება საჭიროებს რამოდენიმე საათს.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

ავტოლიზინგი - ეს მარტივია

ავტოლიზინგის მომსახურება დღესდღეობით უფრო და უფრო პოპულალური ხდება. მათ ვისაც, ჯერ კიდევ განიხილავთ ავტომობილის შეძენას ბანკების ან მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით, გირჩევთ გაეცნოთ ავტოლიზინგის პირობებს და შეაფასოთ მისი უპირატესობები.

დამტკიცების და გაცემის პროცედურების სიმარტივე მას მეტად კომფორტულს ხდის. თავად განსაჯეთ: სალიზინგო კომპანიისთვის თქვენ საკრედიტო ისტორიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე არც ფინანსურ მდგომარეობას იკვლევენ. თქვენ არ მოგთხოვენ შემოსავლების დადასტურებას. ასევე ავტომობილის ლიზინგით შეძენისთვის, თქვენ არ გჭირდებათ თანამსესხებელი/თავდები ან სხვა დამატებითი ქონების წარდგენა.

ამ ტიპის მომსახურება ამარტივებს ავტომობილის შეძენის პროცესს. თქვენ უბრალოდ ირჩევთ შესაფერის ავტომობილს, ავსებთ განაცხადს, სალიზინგო კომპანიასთან ათანხმებთ პირველადი შენატანის ოდენობას და გადახდის გრაფიკს.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

რატომ არის ავტოლიზინგი მომგებიანი?

ავტომობილის ლიზინგი - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა მიიღოთ ავტომობილი უმოკლეს ვადებში მაშინაც კი, როდესაც არ გაქვთ საკმარისი თანხა. ასევე ეს თანხის რაციონალურად გადანაწილების გზაც არის.

ლიზინგით ავტომობილის შეძენას, მატერიალური სარგებლის რამდენიმე ასპექტი გააჩნია. პირველი: მინიმალური პირველადი შენატანი (თანამონაწილეობა)- მაშინაც კი როდესაც თქვენ გაქვთ მინიმალური დანაზოგი, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აარჩიოთ მაღალი კლასის ავტომობილი. მეორე, სალიზინგო კომპანიის თანამშრომელთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეათანხმოთ ინდივიდუალური, თქვენ შემოსავალზე მორგებული გრაფიკი ისე, რომ ყოველთვიური შენატანის გადახდა მარტივად შეძლოთ.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0