ტაქსის მძღოლებისთვის ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის, ის შემოსავლის წყაროა, სამუშაო იარაღი და ყოველდღიური სტაბილურობის გარანტი. ამიტომაც, ავტომობილის შეძენა ხშირად ხდება გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელსაც სჭირდება სწორად შერჩეული ფინანსური პარტნიორი. სწორედ ასეთ პარტნიორად იქცა დიზი ლიზინგი, რომელიც ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის მორგებულ – ტაქსილიზინგის პროგრამას.
რატომ ტაქსილიზინგი?
ბევრი მძღოლი დღეს დგება ერთი და იმავე პრობლემის წინაშე: უნდა დაიწყოს ან განაახლოს მუშაობა, მაგრამ ავტომობილის შესაძენად საჭირო თანხა ერთიანად არ აქვს. ტაქსილიზინგი სწორედ ამ სირთულეს პასუხობს. მისი მთავარი პრინციპი მარტივია - შეგიძლია აიღო მანქანა მუშაობისთვის, დაფარო მისი ღირებულება ეტაპობრივად და ამავდროულად მიიღო შემოსავალი ყოველდღიურად.
Dizi Leasing-ის ტაქსილიზინგი გაძლევს საშუალებას არ დაკარგო დრო და შემოსავლის შესაძლებლობა. შენ უბრალოდ ირჩევ ავტომობილს, ხოლო დანარჩენს კომპანია უზრუნველყოფს - დაფინანსებას, მოქნილ გრაფიკს, სწრაფ ფორმალურ პროცედურებს და საჭირო კონსულტაციას.


