ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

7 შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ პირველი მანქანის ყიდვისას

პირველი ავტომობილის ყიდვა ყოველთვის ემოციური გადაწყვეტილებაა. ბევრისთვის ეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა, თუმცა სწორედ ამ ეტაპზე ხდება ყველაზე მეტი ფინანსური და პრაქტიკული შეცდომა.

თუ სწორად არ მიუდგები არჩევანს, მანქანა შეიძლება კომფორტის ნაცვლად დამატებით ხარჯად გადაიქცეს.

1. მხოლოდ ფასზე ფოკუსირება

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა მანქანის არჩევა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რამდენი ღირს.

იაფი ავტომობილი ხშირად ნიშნავს:

  • უფრო მაღალ საწვავის ხარჯს
  • ხშირ სერვისს
  • ძვირადღირებულ შეკეთებას

რეალურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასი, არამედ საერთო მოვლის ღირებულება.

2. საწვავის ხარჯის იგნორირება

ბევრი მყიდველი არ ითვლის რამდენს დახარჯავს საწვავზე თვეში.

მაგალითად:

დიდძრავიანი მანქანა შეიძლება იაფად იყიდო, მაგრამ ყოველდღიურად გაცილებით ძვირი დაგიჯდეს.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

3. ემოციური არჩევანი

პირველი მანქანის ყიდვისას ხშირად ემოცია ჭარბობს ლოგიკას.

ადამიანები ირჩევენ მანქანას:

  • გარეგნობის მიხედვით
  • ბრენდის იმიჯის გამო
  • „მომწონს და მორჩა“ პრინციპით

მაგრამ მანქანა ყოველდღიური გამოყენების ინსტრუმენტია და არა მხოლოდ ვიზუალური არჩევანი.

4. სერვისისა და ნაწილების არ გათვალისწინება

ძვირადღირებული ან იშვიათი მოდელები შეიძლება პრობლემური იყოს:

  • ნაწილების მოძიებაში
  • სერვისის ფასში
  • შეკეთების დროში

პირველი მანქანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

5. გადაჭარბებული ბიუჯეტი

ბევრი ადამიანი ყიდულობს იმაზე ძვირადღირებულ მანქანას, ვიდრე რეალურად შეუძლია.

ეს იწვევს:

  • ფინანსურ სტრესს
  • კრედიტის მძიმე ტვირთს
  • ყოველდღიური ხარჯების შემცირებას

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

6. ისტორიის არგადამოწმება

მეორადი მანქანის ყიდვისას ხშირად არ ამოწმებენ:

  • ავარიების ისტორიას
  • გარბენს
  • ტექნიკურ მდგომარეობას

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შეცდომაა.

7. მხოლოდ თვიურ გადასახადზე ფოკუსირება (ლიზინგის შემთხვევაში)

ლიზინგის დროს ბევრი ადამიანი უყურებს მხოლოდ თვიურ თანხას და არა მთლიან ღირებულებას.

ეს იწვევს სიტუაციას, როცა:

  • მანქანა გეჩვენება ხელმისაწვდომად
  • მაგრამ გრძელვადიანად ბევრად ძვირი გამოდის

გირჩევთ რომ

პირველი მანქანის ყიდვა იყოს გააზრებული გადაწყვეტილება და არა მხოლოდ ემოციური ნაბიჯი.

სწორი არჩევანი ნიშნავს დაბალ ხარჯებს, ნაკლებ სტრესს და უფრო კომფორტულ ყოველდღიურ ცხოვრებას.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო 100.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2006 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0