სასურველი ავტომობილის შეძენა უფრო მარტივი ხდება, როდესაც დაფინანსების მოქნილი შესაძლებლობა გაქვს. თუ ავტომობილის შესაძენად 100,000 ლარამდე ბიუჯეტს განიხილავ, Dizi-ს ლიზინგი შესაძლებლობას გაძლევს, არჩევანი შენს საჭიროებებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს მოარგო.

100,000 ლარი ლიზინგი: რა მანქანა შეგიძლია შეიძინო და არის თუ არა ეს კარგი შეთავაზება?
რა არის ლიზინგი?
ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.
მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.
თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.
დაგრჩა შეკითხვები?
დაგვირეკე: (032) 280 00 11
რას შეიძენ ამ თანხით საქართველოს ბაზარზე და რატომ შეიძლება იყოს ავტოლიზინგი პრაქტიკული გადაწყვეტილება?
100,000 ლარის ბიუჯეტი საქართველოს ავტომობილების ბაზარზე არჩევანის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა. შეგიძლია განიხილო როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის განკუთვნილი მოდელები, ისე უფრო მაღალი კლასის ავტომობილები.
საოჯახო ავტომობილები
თუ შენთვის კომფორტი, პრაქტიკულობა და ყოველდღიური გადაადგილებაა პრიორიტეტული, ყურადღება მიაქციე Toyota Camry-ისა და Hyundai Sonata-ის სხვადასხვა ვერსიას. ამ კლასის ავტომობილები შეიძლება კარგი არჩევანი იყოს როგორც ქალაქში, ისე გრძელ გზაზე გადაადგილებისთვის.
კროსოვერები
თუ უნივერსალური ავტომობილი გჭირდება, შეგიძლია განიხილო Mazda CX-5, Hyundai Tucson და Volkswagen Tiguan. კონკრეტული მოდელის შერჩევისას გაითვალისწინე გამოშვების წელი, გარბენი და ტექნიკური მდგომარეობა.
პრემიუმკლასის ავტომობილები
თუ უფრო მაღალი კლასის ავტომობილი გსურს, 100,000 ლარის ფარგლებში შესაძლოა BMW X3-ის, Mercedes-Benz GLC-ისა და Audi Q5-ის მოდელებიც იპოვო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია წინასწარ შეაფასო მომსახურებისა და შენახვის ხარჯები.
ავტომობილის საბოლოო ფასი მის მდგომარეობასა და კომპლექტაციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სასურველი მოდელის არჩევისას მხოლოდ ფასით ნუ იხელმძღვანელებ.
რატომ უნდა განიხილო Dizi-ს ავტოლიზინგი?
ავტომობილის შეძენისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საჭირო თანხის ერთიანად მობილიზებაა. ლიზინგი კი საშუალებას გაძლევს, დაფინანსების პირობების შესაბამისად გადაანაწილო ფინანსური ვალდებულება.
Dizi-ს შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ავტომობილის შეძენას გეგმავს და სურს, არჩევანი მხოლოდ იმ თანხით არ შემოიფარგლოს, რომლის გადახდაც დაუყოვნებლივ შეუძლია.
100,000 ლარამდე დაფინანსების შესაძლებლობა გაძლევს საშუალებას, უფრო ფართო არჩევანი განიხილო და შენთვის სასურველი ავტომობილი საჭიროებების მიხედვით შეარჩიო.

როგორ მუშაობს
შეარჩიე ავტომობილი
შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი
შეავსე განაცხადი
შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით
მოდი ფილიალში
მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად
გადმოაფორმე ავტომობილი
გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

როგორ შეაფასო, რამდენად ხელსაყრელია შეთავაზება?
კარგი ფინანსური გადაწყვეტილება მხოლოდ დაფინანსების ოდენობით არ განისაზღვრება. Dizi-ს შეთავაზების განხილვისას ყურადღება მიაქციე:
- დაფინანსების ხელმისაწვდომ თანხას;
- პირველადი შენატანის ოდენობას;
- ყოველთვიური გადასახადის მოცულობას;
- დაფინანსების ვადასა და სრულ ღირებულებას;
- დამატებით ხარჯებსა და ხელშეკრულების პირობებს.
როდესაც ეს ინფორმაცია წინასწარ გაქვს, შეგიძლია შეაფასო, რამდენად შეესაბამება შეთავაზება შენს ბიუჯეტსა და გეგმებს.
შენი შემდეგი ავტომობილი შესაძლოა იმაზე ხელმისაწვდომი იყოს, ვიდრე ფიქრობ
თუ ავტომობილის შეძენას გეგმავ, დაფინანსების სწორი არჩევანი პროცესს უფრო მარტივსა და ორგანიზებულს გახდის. Dizi-ს ავტოლიზინგის შესაძლებლობა კი ღირს განიხილო, როგორც გზა, რომელიც სასურველი ავტომობილის შეძენის დაგეგმვაში დაგეხმარება.
შეარჩიე ავტომობილი, განსაზღვრე შენი ფინანსური შესაძლებლობები და გაეცანი Dizi-ს ლიზინგის პირობებს, რათა გადაწყვეტილება ინფორმირებულად მიიღო.
Შეკითხვები
ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?
ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.
ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?
ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.
რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?
დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო 100.000 ლარამდე დაფინანსება.
მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?
ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.
რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?
უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2006 წლიდან ზევით.
სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?
მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.
ავტო დაზღვევა სავალდებულოა?
დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.
რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?
შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.