პროდუქტების შედარება
განაცხადის გაგზავნა
განაცხადის გაგზავნა
განაცხადის გაგზავნა
განაცხადის გაგზავნა
რა არის ლიზინგი?
ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.
მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.
თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.
დაგრჩა შეკითხვები?
დაგვირეკე: (032) 280 00 11
როგორ მუშაობს

შეარჩიე ავტომობილი
შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი


შეავსე განაცხადი
შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით


მოდი ფილიალში
მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად


გადმოაფორმე ავტომობილი
გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

Შეკითხვები
ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?
ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.
ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?
ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.
რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?
დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.
მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?
ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.
რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?
უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.
სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?
მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.
ავტო დაზღვევა სავალდებულოა?
დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.