Monday - Friday 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

Share

post image
ახალი ოფისი ქუთაისში

ავტომობილის მფოლბელებს, რომლებსაც სურთ მიიღონ თანხა ავტომობილის უზრუნველყოფით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ თანხის მისაღებად მიმართონ ბანკს,  საშუალება ეძლევათ იასრეგბლონ უკულიზინგით დიზი ლიზინგის ქუთაისის ფილიალში. 

 აღნიშნული პროდუქტი არ გულისხმობს ავტომობილზე გირავნობის დადებას. პროცედურა შემდეგია: ჩვენი თანამშრომელი შეაფასებს თქვენს ავტომობილს საბაზღო ღირებულებით, რის შემდგომ განიხილება ხელზე გასაცემი თანხა. შედეგად თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ავტომობილი ფორმდება სალიზინგო კომპანიის სახელზე. ავტომობილი ტარების უფლებით გადმოგეცემათ თქვენ, შეთანხმებული გრაფიკის ეტაპობრივი დაფარვის შემდეგ კი ავტომობილი კვლავ დაგიბრუნდებათ მფობელობაში.



რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს,  დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.
თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე:  (032) 280 00 11




როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე

icon
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

icon
შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

icon
მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

icon
გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

card
card
card
card



სალიზინგო კომპანია „დიზი ლიზინგ“-მა გახსნა ახალი ფილიალი, ამჯერად ქალაქ ქუთაისში. მათ ვისაც სურს ლიზინგით ავტომობილის შეძენა, ან არსებულ ავტომობილში სასურველი თანხის მიღება, აღარ მოუწევთ ხელშეკრულების გასაფორმებლად თბილისში ან რუსთავში ჩამოსვლა. ნებისმიერი მომსახურების მიღება შესაძლებელია უკვე თქვენს ქალაქში. ეს გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ თანხა, დრო და მიიღოთ სასურველი, ოპერატიული მომსახურება.


ხშირად დასმული კითხვები

shape
advisor
10:00-18:00
“დიზი” აფინანსებს 1,000 ლარიდან 50,000 ლარამდე თანხას
ლიზინგით სარგებლობის პერიოდში მანქანა ფორმდება კომპანია “დიზის” სახელზე, ხოლო გადახდის დასრულების შემდგომ იფორმებთ საკუთარ სახელზე.
თუ მანქანა უკვე შერჩეული გყავს ან გყავს საკუთარი, მაშინ გამოგვიგზავნე განაცხადი, რომლის შევსებასაც 2 წუთზე მეტი არ დასჭირდება. ჩვენი მხრიდან კი პასუხს მაქსიმუმ 15 წუთში მიიღებ. ამის შემდეგ მოიყვანე ავტომობილი ჩვენ ფილიალში და შემფასებელი 10 წუთში დაგიდასტურებს საბოლოო თანხას.
დაზღვევა სავალდებულო არ არის.
დაგჭირდებათ თანამონაწილეობის თანხა: ავტომობილის ღირებულების 10%-დან. აგრეთვე თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა და ტექ.პასპორტი.
მართვის მოწმობა არ არის სავალდებულო