რა არის უკულიზინგი?
იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მფლობელს სასწრაფოდ დაჭირდა თანხა, არ არის აუცილებელი სესხის ასაღებად მიმართო ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. სალიზინგო კომპანია DIZI მზად არის დააფინანოს საჭირო თანხა მანქანის სანაცვლოდ.
მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსესხებელი ავტომობილის იურიდიული მფლობელი აღარ იქნება, მას აქვს უფლება ავტომობილი კვლავ გამოიყენოს და განაგრძოს მისი მართვა. ფაქტიურად საკუთარ ავტომობილს სალიზინგო კომპანია გადმოგცემთ იჯარის სახით, კონტრაქტში მითითებულ პერიოდზე.
სრულად გამოსყიდვის შემდგომ, უკულიზინგის მიმღები ავტომობილს ისევ იბრუნებს საკუთრებაში. ხელშეკრულების ვადის დასრულება, თუ ყველა პირობა შესრულებულია, ფაქტობრივად ავტომობილის გამოსყიდვას გულისხმობს.
უკულიზინგის უპირატესობები
უკულიზინგი - ეს არის სალიზინგო კომპანიის მიერ ავტომობილის დროებით შეძენა. ამავდროულად ლიზინგის მიმღებს უნარჩუნდება უფლება მართოს ავტომობილი. ამ პროცედურას აქვს რამოდენიმე უპირატესობა.
პირველ რიგში, ავტომობილს არ ედება გირავნობა. მხოლოდ ავტომობილის მფლობელი იცვლება იმ პერიოდით, რა ვადითაც გააკეთებს უკულიზინგს კლიენტი. ამ პერიოდში მას სრულ უფლებიანად შეუძლია მართოს ავტომობილი.
მეორე, უკულიზინგის მიმღები არ არის ვალდებული დაადასტუროს შემოსავალი, და მისი გადახდისუნარიანობა. ასევე არ მოითხოვება თავდები.
მესამე, ხელშეკრულების გაფორმება ხდება უმოკლეს ვადებში. ოფისში ვიზიტის შემდგომ, სულ რამოდენიმე საათში შესაძლებელია თანხის მიღება თქვენს საბანკო ანგარიშზე. თანხის ოდენობა განისაზღვრება თქვენი ავტომობილის მდგომარეობის შესაბამისად.
უკულიზინგი - შესაძლებლობას გაძლევთ ასევე დროზე ადრე დაფაროთ ვალდებულება, თუნდაც 1 დღეში.
როგორ მუშაობს
4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე




როდის არის უკულიზინგი მომგებიანი?
ავტომობილის უკულიზინგით - მოსახერხებელია თანხსი მიღება მათთვის, ვისაც ყავთ საკუთარი ავტომობილი. მაგალითად თუ თქვენ რამოდენიმე საკრედიტო დაწესებულება გეუბნებთ უარს თანხის მიღებაზე, ბანკი კი თანხის დასაფინანსებლად რამოდენიმე დღე ჭირდება, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი საკუთარი ავტომობილის უზრუნველყოფით ისარგებლოთ უკულიზინგით და მიიღოთ შესაბამისი დაფინანსება.