ავტოლიზინგი - სწრაფი
გზა ავტომობილის შესაძენად
როდესაც გსურთ ავტომობილის
სასწრაფოდ შეძენა, მაგრამ ამისთვის არ გაქვთ საკმარისი თანხა, ამ შემთხვევაში უნდა
განიხილოთ დაფინანსების ალტერნატივები. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და რაც მთავარია სწრაფი
გზა არის ავტო ლიზინგი ფიზიკური პირებისთვის.
ამ მომსახურების
არჩევისას, თქვენ ზოგავთ დროს. თქვენ არ გჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება, შემოსავლის
დადასტურება, ან თანამსესხებლის მოყვანა, გადაწყვეტილებასაც სწრაფად იგებთ ბანკებისგან
განსხვავეით.
სალიზინგო კომპანიასთან
თანამშრომლობისას, თქვენ უბრალოდ აფორმებთ ხელშეკრულებას, შემოგაქვთ მინიმალური თანამონაწილეობის
თანხა და თქვენ უკვე შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი. პროცედურის დასრულება საჭიროებს
რამოდენიმე საათს.
ავტოლიზინგი -
ეს მარტივია
ავტოლიზინგის მომსახურება
დღესდღეობით უფრო და უფრო პოპულალური ხდება. მათ ვისაც, ჯერ კიდევ განიხილავთ ავტომობილის
შეძენას ბანკების ან მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით, გირჩევთ გაეცნოთ ავტოლიზინგის
პირობებს და შეაფასოთ მისი უპირატესობები.
დამტკიცების და
გაცემის პროცედურების სიმარტივე მას მეტად კომფორტულს ხდის. თავად განსაჯეთ: სალიზინგო
კომპანიისთვის თქვენ საკრედიტო ისტორიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე არც ფინანსურ
მდგომარეობას იკვლევენ. თქვენ არ მოგთხოვენ შემოსავლების დადასტურებას. ასევე ავტომობილის
ლიზინგით შეძენისთვის, თქვენ არ გჭირდებათ თანამსესხებელი/თავდები ან სხვა დამატებითი
ქონების წარდგენა.
ამ ტიპის მომსახურება
ამარტივებს ავტომობილის შეძენის პროცესს. თქვენ უბრალოდ ირჩევთ შესაფერის ავტომობილს,
ავსებთ განაცხადს, სალიზინგო კომპანიასთან ათანხმებთ პირველადი შენატანის ოდენობას
და გადახდის გრაფიკს.
როგორ მუშაობს
4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე




რატომ
არის ავტოლიზინგი მომგებიანი?
ავტომობილის
ლიზინგი - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა მიიღოთ ავტომობილი უმოკლეს ვადებში მაშინაც
კი, როდესაც არ გაქვთ საკმარისი თანხა. ასევე ეს თანხის რაციონალურად გადანაწილების
გზაც არის.
ლიზინგით ავტომობილის შეძენას, მატერიალური სარგებლის რამდენიმე ასპექტი გააჩნია. პირველი: მინიმალური პირველადი შენატანი (თანამონაწილეობა)- მაშინაც კი როდესაც თქვენ გაქვთ მინიმალური დანაზოგი, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აარჩიოთ მაღალი კლასის ავტომობილი. მეორე, სალიზინგო კომპანიის თანამშრომელთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეათანხმოთ ინდივიდუალური, თქვენ შემოსავალზე მორგებული გრაფიკი ისე, რომ ყოველთვიური შენატანის გადახდა მარტივად შეძლოთ.