მათ, ვისაც არ აქვთ
საკმარისი სახსრები ავტომობილის შესაძენად, და ვისაც სურს რომ საკუთარი ავტომობილი
ყავდეს, შეუძლიათ განიხილონ ვარიანტები ავტო სესხის ან ავტო ლიზინგის.
ორივე ვარიანტი ითვალისწინებს ავტომობილის შეძენას ყოველთვიური გადახდის გრაფიკით. ანუ, თავიდან თანხას სრულად არ იხდით - შესაძლებელია, რომ გადახდა მოხდეს ეტაპობრივად გარკვეული პერიოდის მანძილზე. სწორედ ეს არის საერთო ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის.
განსხვავებებიც რათქმაუნდა არის. მთავარი მათგანი არის - სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე. ავტო სესხით შეძენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება ფორმდება ფიზიკური პირის სახელზე და ედება გირავნობა.
ავტოლიზინგის შემთხვევაში
ავტომობილი გადაეცემა ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში. ავტომობილის საკუთარ სახელზე
გადაფორმებას კი შეძლებს მას შემდგომ, რაც ვალდებულება იქნება სრულად დაფარული. მანამდე
ავტომობილი კი სალიზინგო კომპანიის სახელზე იქნება გაფორმებული. მაგრამ ავტომობილის
გამოყენება ლიზინგის მიმღებს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ავტოლიზინგის უპირატესობები
ავტო სესხთან შედარებით
შეიძინო ავტომობილი
ავტო სესხით თუ ავტო ლიზინგით - რომელი ჯობია? ამ კითხვაზე პასუხს ყველა თავისთვის
თავად განსაზღვრავს. მაგრამ, გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია კარგად გაეცნოთ
ავტო ლიზინგის მნიშვნელოვან უპირატესობებს
ავტო სესხთან შედარებით.
პირველ რიგში, სალიზინგო
კომპანიები უფრო მარტივად უფინანსებენ ავტომობილს კლიენტებს და მათ ნაკლებ მოთხოვნებს
უყენებენ შემოსავლიანობის და გადახდისუნარიანობის მხრივ, ვიდრე სხვა საკრედიტო დაწესებულებები.
მსგავსი ლოიალური მიდგომა აიხსნება იმით, რომ ლიზინგის სრულ დაფარვამდე ავტომობილი
რჩება სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში.
ამავე მიზეზით,
თანხა რომელსიც გაიცემა კრედიტით ნაკლებია, ვიდრე ავტომობილის რეალური საბაზრო ღირებულება.
ამასთანავე ლიზინგის გრაფიკის დაფარვის ვადები უფრო მოსახერხებელია, ვინდე კრედიტის
შემთხვევაში.
რატომ არის ავტო
სესხი უფრო პოპულალური ვიდრე ავტო ლიზინგი?
მიზეზი მდგომარეობს კლიენტების აღქმაში: ავტო სესხის
სარგებლობის შემთხვევაში, ავტომობილს მომხამრებელი იფორმებს საკუთარ სახელზე თავიდანვე.
ავტო ლიზინგის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშალება არის სალიზინგო კომპანიის სახელზე,
მანამდე სანამ ლიზინგის მიმღები სრულად არ დაფარავს ვალდებულებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანქანის საკუთრებაში
ქონა არ არის იმის გარანტია, რომ ვალდებულების შეუსროლებლობის შემთხვევაში საკრედიტო
ორგანიზაცია არ ჩამოართმევს მას მესაკუთრეს, რადგან, როგორც წესი დასაფინანსებელი მანქანა
წარმოადგენს აგრეთვე კრედიტის უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე, კრედიტის მეტი სანდოობა
ლიზინგთან მიმართებაში რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. თუ თქვენ გსურთ, მაქსიმალურად
მოკლე დროში მიიღოთ ავტომობილი, გთავაზობთ ისარგებლოთ ლიზინგით სალიზინგო კომპანია
დიზიში. ჩვენ მზად ვართ გაგიფორმოთ ლიზინგი 1 დღის ვადაში და გადმოგცეთ თქვენ სარგებლობაში.
პროდუქტების შედარება
ავტო სესხი თუ ავტო
ლიზინგი? რომელია უფრო მომგებიანი?
ავტომობილის შეძენა როგორც ავტო სესხით, ასევე ავტო ლიზინგით, ორივე ხარჯებთან არის დაკავშირებული, განსხვავებული არის პირობები.
თანამონაწილეობის თანხა ლიზინგის დროს, განისაზღვრება 10-15%-ით. ავტო სესხის შემთხვევაში შესაძლებელია თანამონაწილეობის თანხა 40-60%-საც კი მიაღწიოს, თუ მსესხებელს აღნიშნული თანხა გააჩნია, ამ შემთხვევაში პროცენტის დარიცხვა მოხდება ნაკლებ თანხაზე და ამ თვალსაზრისით ავტო სესხი უფრო მომგებიანია. მაგრამ თუ მსესხებელს თანამონაწილეობისათვის საკმარისი ოდენობის თანხა არ გააჩნია, ავტო ლიზინგის შემოთავაზება უფრო საინტერესოა.
ამის გარდა, ვადა, რომელზეც ფორმდება ავტოლიზინგი, როგორც წესი უფრო დიდია, ვიდრე ავტოკრედიტის დროს. ეს კი ნიშნავს იმას რომ თქვენი ყოველთვიური გადასახდელი თანხა უფრო ნაკლები იქნება. ამ კუთხით ავტო ლიზინგის პირობები უკეთესია, ვიდრე ავტო სესხი.
ავტო სესხის და
ავტო ლიზინგის გაფორმება: ვადები და პირობები
ყველაზე ლოიალურ კერძო კომპანიებშიც კი, სადაც ფორმდება ავტო სესხი, პროცედურის დასრულებას ჭირდება რამოდენიმე დღე. ისინი დეტალურად სწავლობენ ყველა დოკუმენტაციას, ამოწმებენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას, კლიენტის და მისი თავდების გადახდისუნარიანობას.
ასევე დამფინანსებელი ხშირ შემთხვევაში ითხოვს ავტომობილის დაზღვევას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რაც საჭიროების კიდევ დამატებით დროს.
ავტო ლიზინგის შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო სწრაფად და მარტივად ხდება, სალიზინგო კომპანიში ლიზინგის ასაღებად არ არის საჭირო იდეალური საკრედიტო ისტორიის ქონა, იგი არ ამოწმებს მსესხებლის გადახდისუნარიანობას და ასევე არ მოითხოვს თავდებს.
ამიტომ ვისაც სურს, რომ მალევე მიიღოს ავტომობილი მაქსიმალურად მოკლე ვადებში, მიზანშეწონილია მათ განიხილონ ავტო ლიზინგის პირობები. სტანდარტულ შემთხვევაში, ლიზინგის გაცემის პროცედურის დასრუმება შესაძლებელია ერთ დღეში.
სალიზინგი კომპანია დიზი გთავაზობთ ავტოლიზინგით სარგებლობას, ნეგატიური საკრეიტო ისტორიის შემთხვევაშიც კი.