ორშ - პარ 10:00-18:00 / შაბ 10:00 - 16:00

უკულიზინგი: მიიღე თანხა სწრაფად და მარტივად

ხშირად, როდესაც ადამიანებს თანხა სასწრაფოდ სჭირდებათ, ავტომობილის გაყიდვას ან ლომბარდს განიხილავენ. ამ ორ ვარიანტთან ერთად, ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა უკულიზინგი, რომლის პირობები შექმნილია ისე, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი ფინანსური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის.

პროცედურა გულისხმობს იმას, რომ თანხის საჭიროების შემთხვევაში მისი მიღება საკუთარი ავტომობილის დახმარებით შეგიძლიათ. ამ დროს ავტომობილი ფორმდება სალიზინგო კომპანიის სახელზე მანამ, სანამ თანხის ოდენობა სრულად არ იქნება დაფარული. სრულად გამოსყიდვის შემდგომ, უკულიზინგის მიმღები ავტომობილს ისევ იბრუნებს საკუთრებაში. ხელშეკრულების ვადის დასრულება, თუ ყველა პირობა შესრულებულია, ფაქტობრივად ავტომობილის გამოსყიდვას გულისხმობს. ამასთან, შესაძლებლობა გაქვთ ვალდებულება დროზე ადრე დაფაროთ - თუნდაც ერთ დღეში.

ვისთვის არის განსაკუთრებით მომგებიანი უკულიზინგით სარგებლობა?

უკულიზინგის მომსახურება უზრუნველყოფს მარტივ და მოსახერხებელ პროცედურას მათთვის, ვისაც სურს სესხის მიღება. ეს პროცესი არის საკმაოდ სწრაფი და კომფორტული. სალიზინგო კომპანიები გთავაზობენ მოქნილ პირობებს, რაც უზრუნველყოფს უკულიზინგის უპრობლემო და ეფექტურ მომსახურებას. ასე რომ, თუ თქვენ გყავთ თქვენს მფლობელობაში არსებული ავტომობილი, მისი გამოყენებით შეძლებთ გარკვეული რაოდენობის თანხის შეგროვებას.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ.

მაგალითად: გსურს ავტომობილის შეძენა, რომელიც 10,000 ლარი ღირს. შენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ 1,000 ლარი გაქვს. ამ შეთხვევაში შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით. შეავსებ ონლაინ განაცხადს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მანქანის მფლობელთან ერთად მიხვალ ფილიალში, რომ შემოწმდეს ავტომობილის მდგომარეობა.

თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, გააფორმებ კონტრაქტს, შენს 1,000 ლარს შეიტან სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს 9,000 ლარს, გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შენთვის შეიძენს ამ ავტომობილს. შემდეგ კი ტარების უფლებით გადმოგცემს შენ. შენ კი ყოველთვიური გადახდით უბრუნებ დაფინანსებულ თანხას სალიზინგო კომპანიას და სრულად დაფარვის შემდეგ აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებ.

დაგრჩა შეკითხვები?

დაგვირეკე: (032) 280 00 11

რა დრო სჭირდება სასურველი თანხის მიღებას?

იმისთვის რომ უკულიზინგით სარგებლობა შეძლოთ, საჭიროა განაცხადის შევსება. რაც შეეხება საბოლოო პასუხს, მის მისაღებად დაახლოებით 15 წუთია საჭირო. ამგვარი გამარტივებული პროცედურა თავიდან აგარიდებთ სხვადასხვა შეფერხებებსა და გართულებებს და დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ.

უკულიზინგის პროცედურა სპეციალურად არის შემუშავებული ისე, რომ იყოს განსაკუთრებით სწრაფი და მარტივი, დროის დაზოგვისა და ზედმეტი სტრესის თავიდან არიდების მიზნით. მომსახურება ფოკუსირებულია ეფექტურობაზე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თანხა დაუყოვნებლივ მიიღოს. ასეთი მიდგომა ამცირებს სირთულეებს და უზრუნველყოფს კომფორტს.

ვის შეუძლია უკულიზინგით სარგებლობა?

ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სტანდარტულ სესხსა და უკულიზინგს შორის არის ის, თუ ვის შეუძლია უკულიზინგის მომსახურებით სარგებლობა. ასეთი მომსახურების მიღება შეუძლიათ ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებსაც კი. არაიდეალური საკრედიტო ისტორიის მქონე პირებისთვის, ბანკში თანხის მიღება პრაქტიკულად არარეალურია. უარის მიზეზი შეიძლება იყოს, ისიც რომ რამოდენიმე წლის უკან გქონდათ ერთი ან ორი ვადაგადაცილებული გადახდა, ხოლო უკულიზინგის დროს თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მიიღოთ სასურველი თანხა.

უკულიზინგით სარგებლობის დროს ყურადღება ექცევა არა თქვენს ფინანსურ ისტორიას, არამედ მანქანის საერთო მდგომარეობას. უკულიზინგის მიმღები არ არის ვალდებული დაადასტუროს შემოსავალი და მისი გადახდისუნარიანობა. ასევე არ მოითხოვება თავდები, რაც მას ნაკლებად სტრესულ და უფრო კომფორტულ არჩევანს ხდის.

როგორ მუშაობს

4 ნაბიჯი ავტომობილის მიღებამდე
შეარჩიე ავტომობილი

შეარჩიე შენთვის სასურველი ავტომობილი

შეავსე განაცხადი

შეავსე განაცხადი, ავტომობილის მონაცემების მითითებით

მოდი ფილიალში

მოდი ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად

გადმოაფორმე ავტომობილი

გადმოაფორმე ავტომობილი და დაიწყე მართვა

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ უკულიზინგით სარგებლობისთვის?

სტანდარტული სესხისა და სხვა ალტერნატიული საშუალებებისგან განსხვავებით, უკულიზინგით სარგებლობის პირობები მაქსიმალურად არის გამარტივებული და მორგებულია თქვენს კომფორტს. მომსახურების მისაღებად არ გჭირდებათ რამდენიმე ეტაპიანი პროცედურის გავლა, განაცხადის რამდენჯერმე შევსება და სხვა. უკულიზინგით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს მოქმედი პირადობის მოწმობა ან საერთაშორისო პასპორტი და არის 21-დან 65 წლამდე.

ამის შემდეგ, საჭიროა მხოლოდ გყავდეთ ავტომობილი, რომლის წლოვანება არ აღემატება 20-ს, შეავსოთ განაცხადი ავტომობილის მონაცემების მითითებით, ხოლო ადგილზე წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი და მანქანის ტექ.პასპორტი და დაელოდოთ საბოლოო პასუხს.

იმ შემთხვევაში თუ თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ და მის შესაგროვებლად ავტომობილის გამოყენებას განიხილავთ, სალიზინგო კომპანია „დიზი ლიზინგი“ უკულიზინგით სარგებლობის საინტერესო პირობებს გთავაზობთ, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ და მოქნილ გადახდის გრაფიკს, ხოლო მანქანის შეფასების შემდეგ, თანხის მიღებას იმავე დღესვე შეძლებთ. რა თქმა უნდა, თქვენ ასევე შეძლებთ ავტომობილით სარგებლობას უკულიზინგის მოქმედების მთლიანი პერიოდის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმება ხდება უმოკლეს ვადებში. ოფისში ვიზიტის შემდგომ, სულ რამდენიმე საათში შესაძლებელია თანხის მიღება თქვენს საბანკო ანგარიშზე. თანხის ოდენობა კი განისაზღვრება თქვენი ავტომობილის მდგომარეობის შესაბამისად.

Შეკითხვები

ავტომობილის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს დიზი ლიზინგი?

ფინანსდება ავტომობილის შეფასების 90%-მდე. თქვენ დაგჭირდებათ თანამონაწილების თანხა მხოლოდ 10%-დან.

ლიზინგით რომ ვისარგებლო აუცილებლად კარგი საკრედიტო ისტორია უნდა მქონდეს?

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკრედიტო ისტორიას. აუცილებელი პირობაა,არ გქონდეს ყადაღა და არ ფიქსირდებოდე მოვალეთა რეესტრში.

რამდენია ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

დიზი ლიზინგში შეძლებ მიიღო მაქსიმუმ 30.000 ლარამდე დაფინანსება.

მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ მივიღო დაფინანსება?

უნდა იყო 21-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობა ან საერთაშორისო პასპორტი.
უნდა შეარჩიო ავტომობილი,რომლის გამოშვების წელი არის 2004 წლიდან ზევით.

სავალდებულოა თუ არა მართვის მოწმობა,რომ ლიზინგით ვისარგებლო?

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან იქონიე პირადობის დაბადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

ავტო დაზღვევა სავალდებულოა?

დიზი ლიზინგის ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

რა დრო სჭირდება ლიზინგის/უკულიზინგის დამტკიცებას?

შეარჩიე სასურველი ავტომობილი და გამოგვიგზავნე განაცხადი dizi.ge-დან,დაგვირეკე ნომერზე 0322800011 ან  მოგვწერე Facebook; Whatsapp;Telegram; Viber; ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდება. ჩანიშნე ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში,მოდი ავტომობილთან ერთად და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებ.

Გადახდის გრაფიკი

ყოველთვიული შენატანი

5 991

დამატებული პროცენტი

5 991

სრული დასაბრუნებელი თანხა

5 991

ყოველთვიური შენატანი ძირი თანხა პროცენტი დარჩენილი სესხი
01 5 991 5 991 5 991 5 991
01 5 991 5 991 5 991 5 991
სულ: 72 631 50 000 5 991 0