ტაქსის ინდუსტრიაში დასაქმება შეიძლება შემოსავლის მიღების შესანიშნავ წყაროდ იქცეს, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, რომლებიც მოსახლეობის დიდი რაოდენობით გამოირჩევა. თუმცა, ყველა მძღოლს არ აქვს საკმარისი თანხა მანქანის შესაძენად. სწორედ აქ ჩნდება “დიზის” ტაქსი ლიზინგის პროგრამა, რომელიც გთავაზობთ მოსახერხებელ და მარტივ გზას მუშაობის დასაწყებად.
როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო ტაქსი ლიზინგის პროგრამა? ამ მხრივ, დღეს ბაზარზე მრავალფეროვნებაა, რის გამოც ხშირად გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. ამ ბლოგში იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს გაგიზიარებთ, რომლებიც დაგეხმარებათ რომ მარტივად შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ტაქსი ლიზინგის პროგრამა.
რა უნდა გაითვალისწინოთ ტაქსი ლიზინგის შერჩევის პროცესში?
მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი მიზნები
ნებისმიერი ლიზინგის პროგრამის შერჩევამდე, საკუთარ თავს რამდენიმე ძირითადი შეკითხვა დაუსვით:
- ტაქსის ინდუსტრიაში მუშაობას სრულ განაკვეთზე აპირებთ თუ ნახევარზე?
- მხოლოდ ქალაქში მუშაობას გეგმავთ თუ შორ მანძილსაც განიხილავთ?
- უპირატესობას ანიჭებთ ბენზინის/დიზელის მანქანას თუ ელექტრო/ჰიბრიდულ მოდელს?
- არის თუ არა საწვავის მოხმარების რაოდენობა პრიორიტეტი?
ამ პასუხებიდან გამომდინარე, შეძლებთ შეადგინოთ კონკრეტული გეგმა, რომელიც არჩევნის გაკეთების პროცესს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის. „დიზი“ კი დაგეხმარებათ ტაქსი ლიზინგის პროგრამით სარგებლობაში, რათა თქვენი ყოველთვიური შემოსავალი მაქსიმალურად სწრაფად გაიზარდოს.