თუ თქვენ ტაქსის მძღოლად მუშაობას გეგმავთ, ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ, არის ის, თუ როგორ შეიძენთ მანქანას. სწორედ ამ დროს, მძღოლების უმეტესობა ორი არჩევნის წინაშე დგება - ავტო სესხი ან ტაქსი ლიზინგი. ორივე მათგანს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მათ შორის განსხვავებების გაგება კი დაგეხმარებათ გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი, რომელიც იდეალურად მოერგება თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და ინდივიდუალურ საჭიროებებს.
რა არის ტაქსი ლიზინგი?
ტაქსი ლიზინგი გულისხმობს ავტომობილის შეძენას, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ ტაქსის ინდუსტრიაში მუშაობის დასაწყებად. თუ თქვენ ეძებთ ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ გზას ტაქსის ფლობისა და შემოსავლის მისაღებად, „დიზი“ გთავაზობთ უნიკალურ ტაქსი ლიზინგის სერვისს, რომელიც ეხმარება მძღოლებს მუშაობის სწრაფად და მარტივად დაწყებაში.
ტაქსი ლიზინგი შექმნილია მძღოლებისთვის, რომლებსაც სურთ ტაქსის ფლობა, მაგრამ არ აქვთ საჭირო თანხები ავტომობილის შესაძენად.
ტაქსი ლიზინგი და მასთან დაკავშირებული პროცედურები საკმაოდ მარტივია:
- „დიზი“ უზრუნველყოფს მანქანის შესაძენად საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას და დაგიფინანსებთ თანხას, რომელიც გაკლდებათ;
- ავტომობილი გადავა „დიზის“ საკუთრებაში თანხის სრულად დაფარვამდე;
- მძღოლი იწყებს ყოველთვიური გადასახადის გადახდას;
- სრული თანხის დაფარვის შემდეგ ავტომობილი ოფიციალურად გადადის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში;
ლიზინგის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და კომფორტული ნაწილი არის ის, რომ თქვენ არ გიწევთ მანქანის შესაძენად საჭირო თანხის ერთიანად გადახდა. ამის ნაცვლად, “დიზი” უზრუნველყოფს საჭირო თანხას, თქვენ კი დაუყოვნებლივ დაიწყებთ მუშაობას.