როდესაც საქმე ავტომობილის შეძენას ეხება, საჭირო რაოდენობის თანხის შეგროვება შესაძლოა გარკვეულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, რის გამოც ბოლო დროს ავტოლიზინგი ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ და გავრცელებულ მომსახურებად იქცა, რომელიც ადამიანებს სასურველი მანქანის სწრაფად და ეფექტურად შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
ლიზინგით სარგებლობის დროს სალიზინგო კომპანია გადმოგცემს საკუთარ აქტივს გამოყენების უფლებით. შენ კი ეტაპობრივი გადახდით მის გამოსყიდვას ახორციელებ, ბოლოს კი შენ სახელზე იფორმებ. ამისთვის დაგჭირდებათ თანამონაწილეობის თანხა, რომელიც ავტომობილის ღირებულების 10%-ს შეადგენს, აგრეთვე თან უნდა იქონიოთ პირადობა ან მართვის მოწმობა და ტექ.პასპორტი.
სალიზინგო კომპანიასთან თანამშრომლობისას, თქვენ უბრალოდ აფორმებთ ხელშეკრულებას, შემოგაქვთ მინიმალური თანამონაწილეობის თანხა და უკვე შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი. პროცედურის დასრულება საჭიროებს მხოლოდ რამოდენიმე საათს, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის.
საინტერესოა, რომ დღეს ავტოლიზინგს არა მხოლოდ ის ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ავტომობილის შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ, არამედ ისინიც, ვისაც სასურველი მანქანის შეძენა ავტოლიზინგის დახმარების გარეშეც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, განვიხილოთ ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ავტოლიზინგსა და ავტომობილის ყიდვას შორის არჩევანის გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ.